მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვალდებულების თანახმად „მაგთიკომმა“ დაინტერესებული კომპანიებისთვის ქსელზე დაშვების პირობები გამოაქვეყნა - ComCom

news image
mbc image

კომპლექსური კვლევის შედეგად, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულებების ფარგლებში „მაგთიკომმა“ ქსელზე დაშვების მსურველი ოპერატორებისთვის მოწვევის ოფერტები გამოაქვეყნა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, კომპლექსური კვლევის მიხედვით, 2024 წლის ComCom-ის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომი“ მობილური და ფიქსირებული ქსელის ბაზრების მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად განისაზღვრა, რის შედეგადაც მას როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ქსელზე დაშვების ვალდებულება და დაშვების ოფერტების გამოქვეყნება განესაზღვრა. ამასთან, ComCom-მა დაადგინა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე საბითუმო დაშვების მარეგულირებელი ჩარჩო. აღნიშნული ვალდებულება დაშვების მსურველ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაშვების პირობებთან დაკავშირებით წინასწარ მიიღონ ინფორმაცია, რაც მათთვის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციულ და სამართლიან პირობებს უზრუნველყოფს.

დაშვების მსურველ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ „მაგთიკომის“ მიერ გამოქვეყნებულ ქსელზე დაშვების პირობებს და განაცხადით მიმართონ მათთვის სასურველ შემდეგ მომსახურებებზე: ფიქსირებულ ქსელზე - ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური (ე.წ. ბითსტრიმ) დაშვების საბითუმო მომსახურება; ხოლო მობილურ ქსელზე - ეროვნული როუმინგის, თანალოკაციის და მობილური ვირტუალური ოპერატორის (MVNO) საბითუმო დაშვების მომსახურებები.

მოწვევის ოფერტაში მაგთიკომის მიერ წარმოდგენილია მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე საბითუმო დაშვების დეტალური ტექნიკური თუ კომერციული პირობები, მათ შორის, საბითუმო დაშვების მომსახურების ტარიფები. მოწვევის ოფერტები გამოქვეყნებულია როგორც მაგთიკომის, ასევე, კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე.
საგულისხმოა, რომ ComCom-მა მიღებული გადაწყვეტილებებითვე განსაზღვრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მოწვევის წინადადების შემადგენელი ელემენტები, რათა დაშვების მსურველმა მიიღოს საკმარისად დეტალური ინფორმაცია, შეძლოს ეფექტურად მოემზადოს და წარადგინოს განაცხადი, ამასთან, შეაფასოს დაშვების პირობები, რომ მიეცეს საშუალება უზრუნველყოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ შეთავაზებული საცალო მომსახურებების სერვისების მსგავსი პირობებით მიწოდება. ამ მიზნით კომუნიკაციების კომისიამ განსაზღვრა, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის მოწვევის წინადადება უნდა შეიცავდეს მინიმუმ ისეთ ელემენტებს, როგორიცაა: დაშვების მომსახურებების აღწერა, დაშვების ტარიფები, დაშვების ტექნიკური პირობები, მათ შორის ქსელის არქიტექტურა და ქსელზე დაშვების ყველა შესაბამისი ტექნიკური სტანდარტი, აპარატურის სპეციფიკაციები, რომლებიც უნდა გამოიყენოს დაშვების მსურველმა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის ქსელთან დასაკავშირებლად, მომსახურების მიწოდების პირობები და მათი ცვლილების შემთხვევაში, პროცედურა, მომსახურების ხარისხის სტანდარტები და გარანტიები, გაუმართაობის შესახებ შეტყობინებისა და შეკეთების პროცედურა, ანგარიშსწორების პირობები და სხვა.
როგორც ცნობილია, კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ საქართველოში მობილური მომსახურებების და ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის საცალო ბაზრები არაკონკურენტულია და განიცდის სტაგნაციას. იდენტიფიცირებული კონკურენტული პრობლემების აღმოსაფხვრელად კი, ასევე კვლევის შედეგად გამოვლენილ, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებები დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა