მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

„ვანილა ივენთი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რიგებს კიდევ ერთი წარმატებული კომპანია „ვანილა ივენთი" შეუერთდა.

„ვანილა ივენთი" 2006 წელს დაარსდა და მას შემდეგ 20-წლიანი გამოცდილება დააგროვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და გამორჩეულ ივენთ კომპანიად აქცევს. აღსანიშნავია, რომ „ვანილა ივენთი" მსოფლიოს საუკეთესო ასეულშია უმსხვილესი ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით. კომპანია ფლობს სტრატეგიულ ლოკაციებს და ოპერირებს ისეთ გლობალურ ქალაქებში, როგორიცაა დუბაი, რომი და სამხრეთ საფრანგეთი.

კომპანია მომხმარებელს ღონისძიებების ინდუსტრიაში სრულ სერვისს სთავაზობს. იგი უზრუნველყოფს ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინაციას. ქმნის შემოქმედებით კონცეფციას და მართავს პროექტს სრულად. აღსანიშნავია, რომ MICE ტურიზმის მიმართულებით კომპანია აწყობს ბიზნეს ტურებს, საერთაშორისო გამოფენებს, კონფერენციებსა და ფორუმებს. ორგანიზებას უწევს ექსკლუზიურ ღონისძიებებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ახორციელებს საერთაშორისო მასშტაბის პროექტებს პრემიუმ ლოკაციებზე.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ისეთი მაღალი რეპუტაციისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია შეუერთდა, როგორიცაა „ვანილა ივენთი". მათი 20-წლიანი საქმიანობა და ის ფაქტი, რომ კომპანია მსოფლიოს საუკეთესო ასეულშია წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ბიზნესის პოტენციალს გლობალურ ბაზარზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მომსახურების სფეროსა და ბიზნესგარემოს შემდგომ განვითარებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა შედეგებით დაბრუნდა „ანიგოზი“ SIAL Paris 2026-დან და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები

29.10.2026.18:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, SIAL Paris 2026-ზე საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, ახალი ბიზნესკავშირების დამყარებასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას ემსახურება.

მონაწილე კომპანიებს შორის ქართული კაკლის მწარმოებელი კომპანია „ანიგოზიც“ იყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანა ქევხიშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამჟამად რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარალელურად კი კომპანია საახალწლო სეზონისთვის ემზადება, რომელიც პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.

როგორ შეაფასებდით SIAL Paris 2026-ის გამოფენას და კომპანიისთვის რამდენად შედეგიანი იყო მასში მონაწილეობა?

SIAL Paris 2026 ჩვენი კომპანიისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიება იყო. ყველა საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდაში და ახალი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა SIAL Paris, რომელიც ევროპაში საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა.

ჩვენი კომპანია რეგულარულად მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში და ყოველწლიურად ვიღებთ დადებით უკუკავშირსა და მნიშვნელოვან ბიზნესშედეგებს.

წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან, რომლებსაც გამოფენის ფარგლებში ჩვენი პროდუქცია გავაცანით - ახალი მოსავლის ქართული კაკალი. იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება და საფუძველს ჩაუყრის ახალ, გრძელვადიან ბიზნესთანამშრომლობას.

აწარმოებთ თუ არა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს რომელიმე ქვეყანასთან ექსპორტის მიმართულებით?

დიახ, მოლაპარაკებები გვაქვს. როგორც არსებულ ძველ პარტნიორებთან, ასევე ახლებთან რომლებიც გამოფენის ფარგლებში გავიცანით.

⁠როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

ახლოვდება ჩვენთვის ყველაზე მაღალ მოთხოვნადი წინა საახალწლო პერიოდი და ვემზადებით გაორმაგებული ძალისხმევით მუშაობისთვის როგორც ადგილობრივბაზარზე რეალიზაციის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ბაზარზე საექსპორტო აქტივობებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა