მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვაპირებთ ასორტიმენტის ზრდას - ხელნაკეთი შოკოლადის ბრენდი Pink Monkey

news image
mbc image

Pink Monkey • ვარდისფერი მაიმუნი ხელნაკეთი შოკოლადების სტარტაპია, რომლის კონცეფცია საკმაოდ განსხვავებული და საინტერესოა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ნათია ვაჭარაძემ განაცხადა, კომპანია ბაზარზე 3 თვეა რაც ოპერირებს და მენეჯმენტი ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე აქტიურად მუშაობს.

„Pink Monkey • ვარდისფერი მაიმუნი არის ხელნაკეთი შოკოლადების სტარტაპი. პერიოდულად, ვამატებთ სხვადასხვა პროდუქტებს. ამ ეტაპზე მხოლოდ ხელნაკეთი შოკოლადები, ყავა და ცხელი შოკოლადი გვაქვს. სპეციფიკა არის ის, რომ ბონბონის ყუთებზე გადაგვაქვს სიტუაციური სკეტჩები. მაგალითად, დედის დღესთან დაკავშირებით, დედის თემით სკეტჩი და ყველა დღესასწაულთან დაკავშირებით თემატური ნახატები გვაქვს სკეტჩის სახით, რომელიც გადაგვაქვს. ვცდილობთ, რომ ეს იყოს სახალისო. ჩვენი კონკურენტული უპირატესობაც სწორედ ამ კრეატიულობაში მდგომარეობს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ნათია ვაჭარაძე.

Pink Monkey, დაახლოებით სამი თვეა რაც ბაზარზე ოპერირებს და როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს მოთხოვნა და ინტერესი საკმაოდ მზარდია.

„მოთხოვნა არის. ახლა ვცდილობთ, რომ კონკრეტული მოთხოვნა რაც იქნება მომხმარებლის მხრიდან, ის დავაკმაყოფილოთ. ზოგადად, გვგონია, რომ გაამართლებს ეს წამოწყება“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია, აქტიურად გეგმავს პროდუქტის ასორტიმენტის ზრდას. 

„ვაპირებთ სხვადასხვა პროდუქტის დამატებას ობიექტზე, დელივერზე და ონლაინ.  ეს იქნება ძირითადად, სწრაფი კვების პროდუქტები, რომელსაც ნელ-ნელა გავაცნობთ მომხმარებლებს“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ნათია ვაჭარაძე.

ცნობისთვის, Pink Monkey-ს  პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე დელივერის მეშვეობით. გარდა ამისა, მომხმარებელს ადგილზე (კავსაძის 10) მისვლაც შეუძლია, სადაც Pink Monkey-ს მაღაზია მდებარეობს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა