მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვარდისფერი გუავა - Campa-მ ბაზარს მორიგი სიახლე შესთავაზა

news image
mbc image

ნატურალური წვენების მწარმოებელმა კომპანიამ კამპა • Campa-მ ბაზარს მორიგი სიახლე შესთავაზა. ვარდისფერი გუავა, რომელიც ქართული ბაზრისთვის არის ახალი საუცხოო გემო გარკვეული სუპერმარკეტების ქსელში უკვე იყიდება, ხოლო სხვა სავაჭრო ობიექტებშიც ეტაპობრივად გამოჩნდება.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ეკა ლოლაშვილმა განაცხადა, ვარდისფერი გუავა ჩამოსმულია 750 მლ და 250 მლ-იან შუშის ბოთლებში და არის იგივე საფასო სეგმენტში, რომელშიც წარმოდგენილია „კამპას“ სხვა დანარჩენი შუშის პროდუქცია.

„ვარდისფერი გუავას სასმელი არის ნექტარი, რომელიც შეიცავს ვარდისფერი გუავა, რომელიც თავის მხრივ ძალიან ეგზოტიკური და გემრიელი ხილია, რომელიც თავისი გემოვნური თვისებებით  ფეიხოასთანაა მიახლოებული, თუმცა არომატით მნიშვნელოვნად განსხვავდება. სასმელი არის საკმაოდ არომატული და აქვს საოცრად ლამაზი ვარდისფერი ფერი და რაც მთავარია არის ძალიან გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტი. 

ვარდისფერი გუავა უკვე იყიდება აგროჰაბში, გალფის ქსელებში, ასევე კარფურში.  ვარდისფერი გუავა მალე დაემატება ასევე ნიკორას სუპერმარკეტების ქსელს“, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგი მენეჯერი.

ეკა ლოლაშვილის თქმით, „კამპას“ მიერ წარმოებული ვარდისფერი გუავას წვენი ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა სამომავლოდ, საექსპორტო ბაზრებზეც გეგმავენ პროდუქტის გატანას. 

„ჩვენი შუშის პროდუქცია საკმაოდ აქტიურად გადის საუდის არაბეთში და გაერთიანებულ საამიროებში და იმედი გაქვს, რომ ძალიან მალე ამ ქვეყნებში დანარჩენ შუშის ბოთლში ჩამოსხმულ პროდუქტებთან ერთად ვარდისფერი გუავაც გადაიტვირთება“, - აცხადებს ეკა ლოლაშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა