„ვარდო“ 2026 წლის პირველი ნახევრის შესახებ - როგორ იცვლება მომხმარებლის მოთხოვნა და რა გეგმები აქვს კომპანიას
2026 წლის პირველი ნახევარი „ვარდოსთვის“ ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით აქტიური აღმოჩნდა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ელენე ბეჟაშვილი Business Insider Georgia-სთან აღნიშნავს, ამ პერიოდში კომპანიამ ყურადღება გაამახვილა ასორტიმენტის დახვეწაზე, არსებული მიმართულებების განვითარებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. მისივე თქმით, წლის მეორე ნახევარში „ვარდოს“ მთავარი ფოკუსი ახალი პროდუქტებისა და სერვისების დამატება, არსებული პოზიციების გაძლიერება და ხარისხზე დაფუძნებული ზრდის შენარჩუნება იქნება.
როგორ შეაფასებდით „ვარდოს“ 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი „ვარდოსთვის“ საკმაოდ აქტიური და მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ჩვენთვის მთავარი შედეგი იყო არა მხოლოდ ზრდის ტემპის შენარჩუნება, არამედ ბრენდის პოზიციონირების კიდევ უფრო გაძლიერება და მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს „ვარდოს“ მომხმარებელი უფრო მკაფიოდ აღიქვამს, თუ რას წარმოადგენს ჩვენი ბრენდი - ხარისხს, გამორჩეულ გემოვნებასა და დეტალებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას.
ამ პერიოდში აქტიურად ვიმუშავეთ, როგორც არსებული მიმართულებების განვითარებაზე, ისე ასორტიმენტის დახვეწასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. ვფიქრობ, წლის პირველი ექვსი თვის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ზრდასთან ერთად შევინარჩუნეთ ის ხარისხი და ინდივიდუალური მიდგომა, რომელიც „ვარდოს“ თავიდანვე გამოარჩევდა.
როგორ შეიცვალა მომხმარებლების მოთხოვნა და ბიზნესის დინამიკა წლის პირველ ნახევარში? რომელ პროდუქტებსა და მიმართულებებზე ფიქსირდება ყველაზე მაღალი მოთხოვნა და რა ტენდენციებს გამოყოფდით ბაზარზე?
მომხმარებლის ქცევა ბოლო პერიოდში უფრო გააზრებული და მოთხოვნადი გახდა. დღეს ადამიანებისთვის მხოლოდ პროდუქტი აღარ არის საკმარისი - მათ აინტერესებთ ხარისხი, ვიზუალი, ემოცია და ის გამოცდილება, რომელსაც ბრენდი მთლიანობაში სთავაზობს.
ჩვენს შემთხვევაშიც ვხედავთ, რომ განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა იმ პროდუქტებზე, რომლებიც აერთიანებს ხარისხს, ესთეტიკას და პრაქტიკულობას. ამასთან, მომხმარებელი უფრო მეტად ინტერესდება განსხვავებული, ინდივიდუალური არჩევანით და ნაკლებად ეძებს სტანდარტულ შეთავაზებებს.
ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად გამოვყოფდი სწორედ ხარისხზე ორიენტაციას. მომხმარებელი უფრო ყურადღებით არჩევს და მზად არის უპირატესობა მიანიჭოს იმ ბრენდს, რომელსაც ენდობა და რომლის პროდუქტშიც ღირებულებას ხედავს. ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია და სწორედ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ განვითარებას.
რა იქნება „ვარდოს“ მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით გეგმავთ კომპანიის განვითარებას, ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების დამატებას?
წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება „ვარდოს“ არსებული პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება და მომხმარებლისთვის მეტი სიახლის შეთავაზება. ვმუშაობთ როგორც ახალი პროდუქტების დამატებაზე, ისე უკვე არსებული მიმართულებების გაფართოებასა და დახვეწაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზრდა იყოს თანმიმდევრული და ხარისხზე დაფუძნებული. ამიტომ თითოეულ ახალ პროდუქტსა თუ სერვისს საკმაოდ ფრთხილად ვუდგებით - გვინდა, რომ ის ორგანულად ერგებოდეს „ვარდოს“ კონცეფციას და რეალურად ქმნიდეს დამატებით ღირებულებას მომხმარებლისთვის.
ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მომხმარებლის გამოცდილებასა და ბრენდთან კომუნიკაციას. ჩვენი მიზანია, „ვარდო“ იყოს არა მხოლოდ ადგილი, სადაც მომხმარებელი კონკრეტულ პროდუქტს ირჩევს, არამედ ბრენდი, რომელთანაც მას მუდმივი ემოციური კავშირი აქვს.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი ხედვით, წლის მთავარი შედეგი?
2026 წლის მიმართ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ჩვენი მიზანია, წელი დავასრულოთ როგორც ბიზნესის მაჩვენებლების ზრდით, ისე ბრენდის კიდევ უფრო გაძლიერებული პოზიციებით.
თუმცა ჩვენთვის წარმატება მხოლოდ რიცხვებით არ იზომება. წლის მთავარ შედეგად მივიჩნევთ იმას, თუ შევძლებთ კიდევ უფრო გავზარდოთ ერთგული მომხმარებლების რაოდენობა და „ვარდო“ მათთვის გახდეს ბრენდი, რომელსაც არა მხოლოდ პროდუქტის გამო, არამედ ხარისხის, სტილისა და გამოცდილების გამო ირჩევენ.
საბოლოოდ, გვინდა, 2026 წელი იყოს საფუძველი განვითარების შემდეგი ეტაპისთვის - უფრო ძლიერი, მრავალფეროვანი და მომხმარებელთან კიდევ უფრო ახლოს მყოფი „ვარდოსთვის“.
სხვა სიახლეები
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
24.10.2026.21:32
განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.
ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).
„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.
Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.
„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.