მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

VARTA - გერმანული ხარისხი და ინოვაცია

news image
mbc image

მაღალი ხარისხი, თანამედროვე სტანდარტები და საიმედოობა - ეს აკუმულატორების გერმანული ბრენდის VARTA-ს მთავარი მახასიათებლებია. გამძლეობისა და დამზადების ინოვაციური ტექნოლოგიების (SLI, EFB, AGM) გამო, VARTA-ს აკუმულატორები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული პროდუქტია.

VARTA-ს მთავარი უპირატესობები

VARTA-ს აკუმულატორები მომხმარებელზე ორიენტირებულია და ეფექტიანი, ინოვაციური და მომავლის ტექნოლოგიების კომბინაციით იქმნება, რომელიც POWER FRAME-ის სახელით არის ცნობილი და მაღალი სიმძლავრის გარანტიას იძლევა. პროდუქცია თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოში მზადდება და სრულად შეესაბამება ქარხნულად დამონტაჟებული აკუმულატორის პარამეტრებს (OEM).

1887 წელს დაარსებული ბრენდი გერმანულ ინჟინერიასა და სანდო წარმოებასთან ასოცირდება. ამას ადასტურებს აკუმულატორებში ჩამონტაჟებული ვიბრაციაგამძლე ტექნოლოგიები მძიმე პირობებისთვის და Silver Dynamic სერია მაღალი წარმადობისთვის.

VARTA ექსპლუატაციის ხანგრძლივობითა და ენერგიის სტაბილური მიწოდებით გამოირჩევა. Maintenance-free ტექნოლოგიის საშუალებით თანამედროვე მოდელები არ საჭიროებს მოვლას (წყლის დამატებას და ა.შ.), რაც მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია.

სტარტის სიმძლავრე მაღალ Cold Cranking Amps-ს (CCA) განაპირობებს, რაც ზამთარში და დაბალ ტემპერატურაზე ავტომობილის სწრაფად დაქოქვას უზრუნველყოფს. ამასთანავე, წარმოებულია ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით და ოპტიმიზებულია დაბალი ენერგომოხმარებისთვის.

VARTA მომხმარებლებს აკუმულატორების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. Blue Dynamic გათვლილია სტანდარტულ ავტომობილებზე, Silver Dynamic - მაღალი წარმადობის მანქანებზე, ხოლო Start-Stop Technology Batteries - თანამედროვე ეკოავტომობილებზე.

გლობალური ბაზრის გამოცდილება

გერმანული ბრენდი ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ბაზრებზე. VARTA-ს აკუმულატორებს იყენებს ისეთი გლობალური ბრენდი, როგორიცაა Porsche, რაც ზრდის ბრენდის სანდოობას და ტექნოლოგიურ განვითარებაზე მიუთითებს.

გარდა ამისა, ისეთი საავტომობლო გიგანტების ავტომობილები, როგორებიცაა BMW და Mercedes, სწორედ Varta-ს ორიგინალი აკუმულატორებით არის აღჭურვილი. ევროპაში წარმოებულ ყოველ მეხუთე ავტომობილზე კი Varta-ს აკუმულატორია დამონტაჟებული.



VARTA-ს ისტორია

VARTA-ს აკუმულატორები უმსხვილესი კორპორაციის Clarios Germany GmbH & Co KG-ის მიერ იწარმოება, რომლის ქარხნებიც გერმანიაში, ესპანეთსა და ჩეხეთში მდებარეობს. ბრენდის ისტორია 100-ზე მეტ წელს ითვლის და მსოფლიოში ინოვაციური ტექნოლოგიებით, დიზაინითა და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ ბრენდის პროდუქცია მსოფლიოს თითქმის ყველა საავტომობილო ქარხანას მიეწოდება და აკუმულატორების მსოფლიო ბაზრის 40%-ზე მეტს მოიცავს. კორპორაცია აკუმულატორებს Start-Stop სისტემით აწარმოებს, რომელიც ერთნაირად ეფექტიანად გამოიყენება სატვირთო, მსუბუქი ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის.

VARTA არის არა მხოლოდ მაღალი ხარისხის აკუმულატორების მწარმოებელი, არამედ ბრენდი, რომელიც ტექნოლოგიურ ინოვაციებს, საიმედოობასა და სიმძლავრეს აერთიანებს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება, გლობალური ლიდერობა და წამყვან ავტოგიგანტებთან თანამშრომლობა ხაზს უსვამს VARTA-ს შეუცვლელ როლს ავტომობილების ენერგომომარაგების თანამედროვე ბაზარზე.

VARTA-ს აკუმულატორების ფართო არჩევანი „თეგეტა მოტორსშია“ წარმოდგენილი. ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური აკუმულატორის შერჩევა კი სერვისცენტრებში პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით არის შესაძლებელი.

„თეგეტა მოტორსის“  შესახებ:  „თეგეტა ჰოლდინგში“  შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა