მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვაშლის როგორ მოსავალს ელოდებიან „ტირიფონის ბაღებში“ 

news image
mbc image

2024 წელს „ტირიფონის ბაღებში“ შედარებით მცირე მოსავალს ელოდებიან. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვილმა განაცხადა, სეზონზე 1 250 ტონამდე ვაშლის მიღების პროგნოზი აქვთ. 

„წინასწარი გათვლებით მიმდინარე სეზონზე 1200-1250 ტონა ვაშლის მოსავალს ველოდებით. ამის მიზეზია აგროგანათლებასთან ერთად თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე ხელმიუწვდომლობა. პრობლემების გადაჭრის საფუძველი არის მისი აღიარება და იმედი გაქვს, რომ სამომავლოდ ამ პრობლემებს აუცილებლად გადავჭრით. კითხვა არ გვეზარება.

შარშან 1 357,9 ტონა ვაშლი დავკრიფეთ და ადგილობრივ ბაზარზე გავყიდეთ, მხოლოდ ერთი ავტომობილი გავგზავნეთ ყაზახეთში“, - ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი.

კომპანია ჯერჯერობით ექსპორტზე გასვლას და ზოგადად ამ მიმართულებით გააქტიურებას არ განიხილავს, რასაც კომპანიის დამფუძნებელი სხვადასხვა მიზეზებით ხსნის. 

„ექსპორტზე მუშაობს არ ვაპირებთ.ექსპორტზე მუშაობას თავისი შემზღუდავი გარემოებები ახლავს, ესენია შეფუთვა, შეფუთვისთვის საჭირო ცოდნა, მასალები, შეფუთვის ტექნოლოგიის ათვისება, სატრანსპორტო ტექნოლოგიის დარწმუნება იმაში, რომ ჩვენი ვაშლი შეიძლება მართლაც გაიგზავნოს.

ჯერჯერობით საქართველოს ბაზარი ნეტო იმპორტიორია, მეტი შემოგვაქვს ვიდრე გაგვაქვს. ამიტომ, ჩვენს მოსავალს ისევ შევინახავთ და ადგილობრივ ბაზარზე გამოვიტანთ“, - ამბობს „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი.

დღეისთვის „ტირიფონის ბაღებში“ მოწეული პროდუქცია იყიდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე სასურსათო ბაზარში.  

„ვთანამშრომლობთ ყველასთან ვისაც ჩვენი ხილის შეძენა სურს. ვთანამშრომლობთ როგორც ორგანიზებულ მყიდველებთან, ისე სავაჭრო სქელებთან და ასევე კერძო პირებთან, რომლებიც შემდგომ პროდუქციას ღია ბაზარზე ყიდიან“, - ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი.

„ტირიფონის ბაღები“ დღეისათვის 31 ჰა ხეხილის ბაღს აერთიანებს, რომლის ნაწილიც სეტყვის საწინააღმდეგო ბადით არის გადახურული და საიდანაც 2,7 ჰა-ზე  მსხალია გაშენებული, ხოლო დანარჩენზე ვალი. კომპანიას აქვს ასევე, 30 ჰა აუთვისებელი მიწა. მისი მფლობელი ხეხილის ბაღის ზრდას ფინანსების გამო ვერ ახერხებს. 

„ბაღების მოცულობა არ გაგვიზრდია, რადგანაც საჭირო დაფინანსება არ გაქვს. ისევ 31 ჰა ბაღიდან ვაწარმოებთ ვაშლის აღებას, რაც ადრე გვქონდა. 

ძალიან გვიჭირს საბრუნავი სახსრები. ჩვენ შეღავათიანი კრედიტით უკვე ვისარგებლეთ. შეღავათიან კრედიტს აქვს თავისი ვადა და ეს პერიოდი, რომ გავა ის ხდება ჩვეულებრივი კრედიტი. ჩვენი შეღავათიანი კრედიტის შეღავათის ვადა დასრულდა. ვესაუბრეთ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს, რომ თუ შესაძლებელია, რომ განიხილონ საბრუნავი სახსრებისთვის სუბსიდირებული სესხის აღება იყოს შესაძლებელი  და გამოვიყენოთ მევაშლეობაში ისე როგორც მეხილეობაში გამოყვეს და მისცეს ასეთი შესაძლებლობა. როგორც კი გავიგეთ, რომ მაგისი შესაძლებლობა გაჩნდა წავედით და ჩვენც ვითხოვეთ, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ასე მარტივი არ არის ასეთი გადაწყვეტილების მიღება“, - ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი.

„ტირიფონის ბაღები“ გორის რაიონის სოფელ კვარხეთში მდებარეობს. მეწარმე ასევე ფლობს სამაცივრე საცავს „ტირიფონის ხილს“. ტირიფონის ველზე, სადაც საწარმოა, საქართველოში სიძველით მეორე, სამი ათასი წლის სარწყავი სისტემაა, „ტირიფონის არხი“, აქედან აიღეს სახელიც, ხოლო ბრენდი „გორჯი“ დაარეგისტრირეს.
„ტირიფონის ბაღები“ საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი ვაშლის კომპანიაა, რომელსაც Global G.A.P. სერტიფიცირება აქვს გავლილი. კომპანია  2017 წლიდან მოყოლებული უწყვეტად გადის სერტიფიცირებას. სამაცივრე საცავი ISO 22000:2018 სტანდარტის შესაბამისად არის სერტიფიცირებული.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა