მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

VASP-ის ლიცენზია განუზომელ რეპუტაციულ უპირატესობას გვანიჭებს ადგილობრივ ბაზარსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში -  Mycoins.ge

news image
mbc image

პირველი ქართული კრიპტოპლატფორმა Mycoins.ge ასევე პირველია, ვინც  VASP-ის  ლიცენზია მოიპოვა.

როგორც ცნობილია, წელს საქართველოში დარეგულირდა კრიპტოვალუტის (ვირტუალური აქტივის) მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი. პირველი კომპანია, რომელმაც ეროვნულ ბანკში საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა, დარეგისტრირდა და ბაზრის სტაბილურობისთვის ასე საჭირო VASP ლიცენზია მოიპოვა, Mycoins.ge-ია. 

როგორც კომპანიის დირექტორი ნიკა ყოლბაია Business Insider Georgia- თან აღნიშნავს,  ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის, იგივე VASP ლიცენზია, პირველ რიგში ოპერირების საშუალებას იძლევა. ამასთან, ლიცენზია Mycoins.ge-ს განუზომელ რეპუტაციულ უპირატესობას ანიჭებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას. 

,,აღსანიშნავია, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის” თანახმად, ქვეყანაში კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციის წესები დარეგულირდა.

1-ელი ივლისიდან, დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილების გარეშე პროვაიდერს ფუნქციონირების უფლება არ აქვს. შესაბამისად, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის, იგივე VASP ლიცენზია, პირველ რიგში ოპერირების საშუალებას გვაძლევს. სიმბოლურია, რომ პირველმა ქართულმა კრიპტოპლატფორმამ VASP-იც პირველმა მოიპოვა", - აცხადებს ნიკა ყოლბაია.

აღსანიშნავია, რომ VASP-ის ლიცენზიას ქართული ბანკებისგან უცხოური ვალუტის გადარიცხვის უფლებაც უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს დაპირება არ შესრულებულა. 

როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში  Mycoins-ი გეგმავს პლატფორმაზე კრიპტო სესხის ინტეგრაციას, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე უკვე დამკვიდრებული სერვისები მოყვება. 

,,დღესდღეობით მომხმარებელს კრიპტო სფეროში ყველაზე სანდო პარტნიორად ვევლინებით და ვირტუალური აქტივების განაღდების ბევრ საშუალებას ვთავაზობთ. პლატფორმაზე სტანდარტული კრიპტო მომსახურებების გარდა, ხელმისაწვდომია ისეთი სერვისიც, როგორებიცაა კრიპტოს ავტომატური ყიდვა-გაყიდვა. 
ზოგადად, კრიპტო გამოწვევებითა და ინოვაციებით სავსე სფეროა, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა სტაბილურობის შენარჩუნებასა და სანდოობას ენიჭება. Mycoins პირველი ქართული კრიპტოსივრცეა, რომელიც უკვე 5 წელია მომხმარებლების საიმედო პარტნიორია - ჩვენ მათ საშუალებას ვაძლევთ მარტივად შეასრულონ კრიპტოსთან დაკავშირებული ოპერაციები. კრიპტო მიმოცვლის სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, Mycoins-ის გამოყენებისთვის სპეციალური ცოდნა ან რთული, ე.წ. Trader tool-ების გამოყენება საჭირო არაა. შესაბამისად, მომხმარებლებს სპეციალური ხელსაწყოებისა და დაკარგული დროის გარეშე, ადვილად შეუძლიათ კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა, გადარიცხვა და განაღდება. მოკლედ, Mycoins-ის დახმარებით ციფრული აქტივების მართვა და მათგან მაქსიმალური სარგებლის მიღება მარტივია", - განმარტავს ნიკა ყოლბაია. 

Mycoins-ს, როგორც პირველ ქართულ კრიპტოსივრცეს, VASP-ის პირველ მომპოვებელსა და მდიდარი გამოცდილების მქონე კომპანიას, ბაზარზე ინოვაციების დანერგვის დიდი პასუხისმგებლობაც აქვს, ამიტომ უახლოეს მომავალში, კომპანია პლატფორმაზე კრიპტო სესხის ინტეგრაციას გეგმავს, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე უკვე დამკვიდრებული სერვისები მოჰყვება.

სულ მალე კი მომხმარებელს mycoins-ზე ახალ კრიპტოვალუტებიც დახვდება. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა