მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვაზის დაზღვევა ალდაგში ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით და 70%-იანი სუბსიდიით

news image
mbc image

ვაზის დაზღვევა უკვე სახელმწიფოს 70%-იანი სუბსიდიით არის შესაძლებელი. სადაზღვევო კომპანიაალდაგი ამასთან დაკავშირებით ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციას იწყებს და მათ დაზღვევისსაუკეთესო პირობებთან ერთად ანაზღაურების უსწრაფეს სისტემას სთავაზობს.  

ფერმერებს ალდაგში სასურველი კულტურის 70%-იანი სუბსიდიით დაზღვევა და სტიქიით გამოწვეულიზიანის ანაზღაურება შეუძლიათ. ეს კულტურებია: : ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთგავრცელებულ რისკებს  ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა(ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის);

ალდაგი 2014 წლიდან ჩართულია აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვაკულტურის, მათ შორის ვაზის, დაზღვევის შემთხვევაში თანხის 70%-ის სუბსიდირებას სახელმწიფოუზრუნველყოფს და ფერმერებს დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა უწევთ, რაცდაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის.

"ალდაგისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს მიმართულება აგრო დაზღვევაა და ჩვენი ნდობისმაჩვენებელი ამ მიმართულებით წლიდან წლამდე იზრდება. სახელმწიფო სუბსიდირების ახალიინიციატივით, რომლის ფარგლებშიც მევენახე ფერმერებსაც 70%-იანი თანადაფინანსებით შეუძლიათდაზღვევით სარგებლობა, მათ საშუალებას მისცემს ორიენტირებული იყვნენ არა დანაკარგების აღდგენაზე, არამედ წარმოების გაზრდასა და განვითარებაზე“ - აცხადებენ სადაზღვევო კომპანია ალდაგში. 

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანია ალდაგს, აგრო დაზღვევის მიმართულებით ფერმერებისთვის 24 000 000 ლარზე მეტი  აქვს ანაზღაურებული.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა