„ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში ცვლილების თანახმად, ვენახების ერთიანი კადასტრი შეიქმნება
საქართველოში არსებული ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების სამართლებრივი დარეგულირების მიზნით, „ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში ცვლილებები ხორციელდება.
როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციად განსაზღვრულია ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნის ორგანიზება, კანონი არ განმარტავს ტერმინს „ვენახების ერთიანი კადასტრი", ასევე მისი შექმნისა და ორგანიზების წესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი ითვალისწინებს ამ საკითხის მოწესრიგებას. შესაბამისად, კანონის მე-3 მუხლს ემატება ტერმინის ,,ვენახების ერთიანი კადასტრის" განმარტება.
საკითხის სამართლებრივი რეგულირების მიზნით კანონს ასევე ემატება პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა გამოიცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება - „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ".
მომხსენებლის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთვლის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.
კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.