მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვებინარი “იდეიდან გაყიდვამდე” – კრისტალის მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

news image
mbc image

კრისტალი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური და არაფინანსური სერვისების შეთავაზებას.

ამჯერად კომპანია მცირე და საშუალო მეწარმეებს იწვევს  ვებინარზე “იდეიდან გაყიდვამდე”.

ვებინარის მიზანია გაძლიეროს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების შესაძლებლობები, მიაწოდოს საჭირო ცოდნა დაინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარება მათ წარმატებით გადაქციონ იდეები რეალურ, მოთხოვნად პროდუქტებად და გაზარდონბიზნესის კონკურენტუნარიანობა.

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • როგორ შევიმუშაოთ მოთხოვნადი პროდუქტი და ვიპოვოთ ნიშა ბაზარზე;
  • იდეების ანალიზი და ტესტირება;
  • MVP-ის (Minimal Viable Product) შექმნა და მისი ბაზარზე გამოსაცდელად გამართვა;
  • კონკურენტების ანალიზი და ბაზარზე გარღვევის სტრატეგიები;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და პროდუქტის გაუმჯობესება.

“კრისტალი მეწარმეებისთვის არა მხოლოდ ფინანსურ პარტნიორს წარმოადგენს, არამედ არაფინანსური სერვისების შეთავაზებით, შესაძლებლობას აძლევს მათ, მიიღონ ცოდნა და მხარდაჭერა, რომელიც დაეხმარება ბიზნესის ეფექტურად განვითარებაში. მსგავსი ტიპის მხარდაჭერა კიდევ უფრო აძლიერებს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომ ტექნოლოგიურ და მენეჯერულ რესურსებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ სარგებელი მომხმარებლის საჭიროებების უკეთ აღქმისა და ბაზარზე უფრო გამართული პროდუქტის შექმნის გზით.

მეწარმეების წარმატება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია. როდესაც ისინი უფრო ძლიერი და წარმატებული ხდებიან, უფრო მეტად იყენებენ ჩვენს ფინანსურ პროდუქტებს, იზრდება მათი ბიზნესები და ჩვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი. ეს მიდგომა ქმნის "win-win" სიტუაციას, სადაც კრისტალი მეწარმეებს ეხმარება ბიზნესის გაძლიერებაში ცოდნის, უნარებისა და ინსტრუმენტების მიწოდებით, ხოლო ჩვენი მხრიდან ვქმნით ლოიალურ და სანდო პარტნიორებს, რომლებიც ჩვენთან გრძელვადიანად თანამშრომლობენ. კრისტალი იზრდება როგორც SME-ების მხარდაჭერის ბრენდი, რაც განასხვავებს მას ბაზარზე და აძლიერებს მის რეპუტაციას“.- აღნიშნავს ბანკი კრისტალის ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძვანელი გიორგი ჯანელიძე.

მსგავსი ტიპის ვებინარები კიდევ უფრო აძლიერებს მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომ რესურსებს, რომლებიც აუცილებელიაწარმატებული ბიზნესის შექმნაში.

არ გამოტოვო შესაძლებლობა – დარეგისტრირდი!

https://bit.ly/41M1ELO

  • ვებინარი გაიმართება 11 აპრილს,
  • შეხვედრის ბმულს მიიღებთ ელ.ფოსტაზე.

#შენი შესაძლებლობების ბანკი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა