„ველეულა“ მომხმარებელს საახალწლო, ქართული ნობათის ბოქსებს სთავაზობს
საახალწლოდ მომხმარებლებისთვის შევქმენით ქართული ნობათის ბოქსები, რომლებიც სხვადასხვა ქართულ პროდუქტს აერთიანებს , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ღვინის მწარმოებელი კომპანია „ველეულას“ ბრენდის მენეჯერმა, ნინო მღებრიშვილმა განუცხადა.
„წინა საახალწლოდ მომხმარებლებისთვის შევქმენით ქართული ნობათის ბოქსები, რომლებიც მოიცავს ქართულ პროდუქტებს: რაჭულ ლორს, ქართულ ჩირს, ჩურჩხელას და ჩვენს ღვინოს. ღვინოს მომხმარებელი ჩვენი ასორტიმენტიდან ირჩევს. შესაძლებელია როგორც 1.5-ლიტრიანი, ისე 750 მლ-იანი ბოთლის არჩევა.
750 მლ-იანი ღვინით დაკომპლექტებული ბოქსები განსაკუთრებით საინტერესოა კორპორატიული კლიენტებისთვის. ეს ძალიან კარგი სასაჩუქრე ნაკრებია და ფასიც ხელმისაწვდომია - 750 მლ-იანი ბოქსი 48 ლარი ღირს.

გარდა ამისა, მომხმარებლებს შევთავაზებთ ფასდაკლებებს, გვექნება 99-ლარიანი სეტები ჩვენი ღვინოებით. ეს შეთავაზება გამოქვეყნდება ჩვენს სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე.
4 დეკემბერს მონაწილეობა მივიღეთ ადამიანები ბიზნესის უკან - „გაყიდვების ასოციაციის“ ბიზნეს ფორუმში, რომელიც წლის შემაჯამებელი ღონისძიებაა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და კონტაქტების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მრავალ ადამიანს გავაცანით ჩვენი პროდუქცია. ბოქსებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და კორპორატიულ შეკვეთებზე მოთხოვნაც გაიზარდა “, - აცხადებს ნინო მღებრიშვილი.
„ველეულა“, უახლოეს პერიოდში ახალი ღვინის ჩამოსხმას გეგმავს.
„ახლა ისხმება ჩვენი ერთ-ერთი ახალი ღვინო - ნახევრად მშრალი, რაჭული თეთრასა და რაჭული მწვანისგან დაყენებული, მაღალმჟავიანი, დასავლეთის ცინცხალი არომატებით და არის ძალიან გემრიელი. წინა ჩამოსხმამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სრულად გაიყიდა. მალე ახალი პარტია ჩამოისხმება და ისევ დაემატება ჩვენს ასორტიმენტს.
ასევე, ახალი ჩამოსხმის სახით გვექნება „უსახელაური“ და რაჭული მშრალი წითელი ღვინო, ასევე სხვა ყველა დანარჩენი ღვინო “, - აცხადებს „ველეულას“ ბრენდის მენეჯერი.
ცნობისთვის: კორპორატიული შეკვეთებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაკავშირება შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: 598424250, 555181000 ან ელექტრონული ფოსტის გამოყენება: Veleulawine@gmail.com.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.