მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ვენდიმ“ ბათუმში მეორე ამერიკული რესტორანი გახსნა

news image
mbc image

„ვენდიმ“ ბათუმში,  ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩაზე  მდებარე სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითიში“ ქალაქში მეორე ამერიკული რესტორანი გახსნა. ახალ ბულვარში „ვენდის“ რესტორანი მომხმარებლებს დღეიდან მასპინძლობს და მალევე მათი საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება. 2023 წლის ბოლომდე „ვენდი“ კიდევ ორ რესტორანს გახსნის ბათუმსა და თბილისში და ჯამურად 19 რესტორნით იქნება წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით.  „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს მართვს, რომელიც ჯამურად „ვენდისა“ და „დანკინის“ უკვე 100-მდე ობიექტს აერთიანებს. 

„ვენდის“ ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას „ვენდის“ საერთოშორისო დელეგაცია: "ვენდის" ვიცე-პრეზიდენტი რაჯივ საბჰარვალი, საოპერაციო მენეჯერი ჯეიმს გესიკი, განვითარების მენეჯერი გაურავ ნარაინი,"ვენდის" მარკეტინგის მენეჯერი სოფო ჩოგოვაძე და"ვენდის" ხარისხის  მენეჯერი სინიშა ლუბიჩიჩი დაესწრო.

„„ვენდის“ ქართული წარმომადგენლობა დაარსების დღიდან გამოირჩევა წარმატებული ბიზნეს საქმიანობით და განვითარების სწრაფი ტემპებით, „ვენდის“ რესტორნების ქსელის რეგიონალური გაშლა კიდევ უფრო გვახარებს, რადგან მომხმარებლისთვის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი „ვენდის“ უგემრიელესი მენიუ“. - განაცხადა რაჯეევ საბარვაიმ, კომპანია „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა.

„„ვენდი“ საქართველოში მომხმარებლის ერთგულებას მუდმივი სიახლეებით პასუხობს. ქსელის განვითარება, დიზაინ კონცეფციის შეცვლა, მენიუს გამრავალფეროვნება „ვენდისში“ სტუმრობისთვის სრულ კომფორტს ქმნის. სულ რამოდენიმე თვის წინ მენიუს უგემრიელესი „ქათმის ფრთებიც“ და ქათმის სხვა პროდუქტებიც დავამატეთ, რამაც ძალიან მოკლე ვადაში მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც მაღალი და ამავდროულად მზარდი გაყიდვები ადასტურებს. მოხარული ვართ, რომ „ვენდის“ საერთაშორისო დელეგაციაც ჩვენთან ერთად იზიარებს ბრენდის წარმატებას ქართულ ბაზარზე და შემოგვიერთდა ობიექტის გახსნაზე“, აცხადებს „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე. 

„ვენდის“ ახალ რესტორანში 35 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდა, რომლებიც მომხმარებლებს „მეტრო სითიში“ 10:00 საათიდან 22:00 საათამდე მოემსახურება. მათ კი, ვისაც მიწოდების სერვისით სარგებლობა სურთ, „გლოვო“ ბათუმშიც ექსკლუზიურად მიართმევს „ვენდის“ უგემრიელეს მენიუს სასურველ ლოკაციაზე.

„ვისოლ ჯგუფმა“ „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყოდა უკვე 10 წელი ხდება, რაც მომხმარებელს ყოველდღიურად არწმუნებს, რომ „ხარისხი „ვენდის“ რეცეპტია“.                                       

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა