„ვენდისა“ და „დანკინის“ ამერიკული რესტორნები „ბათუმი გრანდ მოლშიც“ გაიხსნა
ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის ქ. # 29-ში ახლადგახსნილ სავაჭრო ცენტრ „ბათუმი გრანდ მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინის“ ამერიკული რესტორნები გაიხსნა. „ვენდის“ ახალი რესტორანი ქ. ბათუმში რიგით მესამე, ხოლო „დანკინის“ მეექვსე ობიექტია.
„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში უკვე 100-ზე მეტ ამერიკულ რესტორანს ფლობს. შესაბამისად, მომხმარებლისთვის საყვარელი თავშეყრის ადგილის შერჩევა, სადაც ყოველთვის გემრიელ, ახლადმომზადებულ, უმაღლესი ხარისხის მენიუს საუკეთესო ყავასთან ერთად მიირთმევ, ძალიან მარტივია. ფართო ქსელი კი ლეგენდარულ ამერიკულ რესტორნებში დღის ნებისმიერ მონაკვეთში სტუმრობას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში რესტორნების ქსელის სწრაფი განვითარებით, „ვისოლ ჯგუფს“ საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყანაში თანამედროვე სარესტორნო ინფრასტრუქტურის შექმნის საქმეში. ამასთან, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნების რეგიონალური განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვახდენთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და შესაბამისად მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას“, აცხადებს „ვენდისა“ და „დანკინის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მშვილდაძე.
„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნების ქსელს ყოველდღიურად მაღალტექნოლოგიური საწარმო ამარაგებს 120 სახეობის სხვადასხვა პროდუქტით. ავტომატიზებული საწარმო 2016 წელს შეიქმნა და წარმოების ლოკალიზაციის გზით იმპორტირებული პროდუქტების ჩანაცვლება შეძლო ადგილზე წარმოებული პროდუქციით, რაც, როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. საწარმო ბოლო თაობის ფრანგული და გერმანული დანადგარებით არის აღჭურვილი და პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის კუთხით უმაღლეს სტანდარტებს პასუხობს.
`ვისოლ“ ჯგუფმა“ „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება 2013 წელს დაიწყო და დღესდღეობით უკვე 18 ობიექტი ფუნქციონირებს წარმატებით, მთელი საქართველოს მასშტაბთ.
„დანკინის“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას „ვისოლ ჯგუფმა“ ხელი 2014 წელს მოაწერა. 2020 წელს დანკინი 11.3 მილიარდ აშშ დოლარად „Inspire Brands Inc“ -მა შეისყიდა. “Inspire Brands Inc”-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 32,000 რესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს და SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.