ვენეცია რომისა და მილანის შემდეგ იქნება მესამე ქალაქი, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩვენი მოქალაქეები და არამარტო, იტალიაში მოხვედრას დეკემბრიდან შეძლებენ - თამარ იოსელიანი
2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატება. ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანიაWizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ინტენსიური მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა.
,,ბოლო წლების ჩვენი ბაზრის ლიდერი და სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განვითარებას განაგრძობს. ვენეცია რომისა და მილანის შემდეგ იქნება მესამე ქალაქი, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩვენი მოქალაქეები და არამარტო, იტალიაში მოხვედრას დეკემბრიდან შეძლებენ. აღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვანია, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით ასევე, ორ ქვეყანას შორის კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მისი თქმით, ხაზგასასმელია, რომ იტალია ზოგადად, საქართველოსთვის სამიზნე ბაზარია და Wizz Air მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში, დაახლოებით 90 ათასამდე მგზავრს მოემსახურა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იტალიის მიმართულებით.
,, უნდა აღინიშნოს, რომ Wizz Air-ი საქართველოს ბაზრის ლიდერად რჩება და ბაზრის 20 %-იანი წილი უკავია. შესაბამისად, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი და Wizz Air დაახლოებით, 900 ათასამდე მგზავრსა და 4800 მდე რეისს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9 %-იანი ზრდის მაჩვენებელია,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს. ბილეთების ყიდვა ვენეციის მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე https://www.wizzair.com/en-gb უკვე შესაძლებელია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.