„ვერა რეზიდენსი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
უძრავი ქონებისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ერთ-ერთი აქტიური მოთამაშე, კომპანია „ვერა რეზიდენსი", საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა. „ვერა რეზიდენსი" თბილისში ოპერირებს, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი, სასტუმრო და სარესტორნო პროექტების განვითარებასა და მართვაზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებას, როგორიცაა დეველოპერული საქმიანობა, სასტუმროებისა და სარესტორნო ობიექტების მართვა-ოპერირება, ინვესტიციური პროექტების განვითარება და უძრავი ქონების ადმინისტრირება. „ვერა რეზიდენსის" პორტფელში ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ვერის უბანში მდებარე 127-ნომრიანი სასტუმრო Castor & Pollux, რომელიც 2023 წლიდან დედაქალაქის სტუმრებს წარმატებით მასპინძლობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში.
„ვერა რეზიდენსის" დამფუძნებელი გიორგი ქორიძე, რომელიც უძრავი ქონების სფეროში მრავალფეროვან ბიზნესპორტფელს ფლობს, აღნიშნავს, რომ ასოციაციაში გაწევრიანება კომპანიის განვითარების სტრატეგიული ნაბიჯია, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს გუნდს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული ბიზნესის მდგრადობაში. სამომავლო გეგმები მოიცავს სასტუმროს ინფრასტრუქტურის გაფართოებას, კერძოდ საცურაო აუზისა და სპა ცენტრის მოწყობას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ობიექტის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.
„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კიდევ ერთი პერსპექტიული და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია შემოუერთდა. „ვერა რეზიდენსის" გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი ასოციაციისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და ხელს შეუწყობს სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
15.05.2026.18:45
კომპანია მომხმარებელს მოუწოდებს, ყურადღება სამ მთავარ ფინანსურ მაჩვენებელს მიაქციონ
სალომბარდე მომსახურების ბაზარზე გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, „ექსპრეს ლომბარდი“ მომხმარებლის ინფორმირებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას აგრძელებს. კომპანია განმარტავს სამ ძირითად ფინანსურ მაჩვენებელს, რომელთა ცოდნა მომხმარებელს ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
„ექსპრეს ლომბარდის“ მიზანია, თითოეული მომხმარებლისთვის ფინანსური ვალდებულებები იყოს პროგნოზირებადი, ე.წ ფარული ხარჯებისა და გაურკვეველი პირობების გარეშე.
სამი მთავარი ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც სესხის ღირებულებას განსაზღვრავს
1. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი
ეს არის ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სესხის ყოველთვიურ შენატანზე. „ექსპრეს ლომბარდში“ ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე 1.5%-დან იწყება (ეფექტური 19.57%-დან). კომპანია გარანტიას იძლევა, რომ ეს პირობა არ შეიცავს ფარულ ხარჯებს და მომხმარებელი დამტკიცებულ თანხას სრულად, შემცირების გარეშე მიიღებს. ეს გამორიცხავს არსებულ პრაქტიკას, როდესაც დაბალი პროცენტის სანაცვლოდ მომხმარებელს ადგილზე განსხვავებული ან შემცირებული პირობები ხვდება.
2. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
სესხის რეალური ღირებულების შესაფასებლად ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი ეფექტური საპროცენტო განაკვეთია, რადგან ის ასახავს სესხთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს წლიურ ჭრილში. „ექსპრეს ლომბარდში“ ეფექტური განაკვეთი 19.57%-დან იწყება. ეს მაჩვენებელი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ობიექტურად შეადაროს სხვადასხვა შეთავაზება და დაინახოს სესხის სრული ღირებულება.
3. სესხის გაცემის საკომისიო - 0%
„ექსპრეს ლომბარდის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სესხის გაცემის საკომისიოს არარსებობა. მომხმარებელი თავისუფალია ნებისმიერი დამატებითი გადასახადისგან სესხის დამტკიცებისას და იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, რაც ფინანსურ ურთიერთობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის.
დამატებითი უპირატესობები მომხმარებლისთვის
გამჭვირვალე საპროცენტო პოლიტიკასთან ერთად, „ექსპრეს ლომბარდი“ მომხმარებელს სხვა ხელსაყრელ პირობებსაც სთავაზობს:
„ექსპრეს ლომბარდი“ განაგრძობს მომხმარებლის ფინანსური განათლების მხარდაჭერას და მოუწოდებს მათ, ყოველთვის დეტალურად გაეცნონ სალომბარდე სესხის პირობებს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს ან დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს: *3939