მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

VERVE - ცქრიალა ღვინის ბრენდი განსხვავებული არომატებით და საერთაშორისო განვითარების გეგმებით

news image
mbc image

VERVE ცქრიალა ღვინის ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ოთხი სახეობის პროდუქტს სთავაზობს და ღვინის ტრადიციას განსხვავებული არომატების კონცეფციასთან აერთიანებს. როგორ ვითარდება ბრენდი, რა განასხვავებს მის პროდუქციას ბაზარზე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს VERVE-ს დამფუძნებელი ელენე კუხალაშვილი ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

მეღვინეობა ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია და სწორედ ამ სფეროსთან კავშირმა განაპირობა ჩემი ინტერესი, ცქრიალა ღვინის კატეგორიაში განსხვავებული პროდუქტი შემექმნა. ასე გაჩნდა VERVE თანამედროვე ცქრიალა ღვინის ბრენდი, რომელიც ბაზარზე 2025 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს განსხვავებულ გემოვნურ გამოცდილებასა და არომატების მრავალფეროვნებას სთავაზობს.

ბრენდის ასორტიმენტი ოთხ სახეობას აერთიანებს: კოწახურის არომატით წარმოდგენილ როზეს, ფეიხოას არომატს, ატმის არომატსა და კლასიკურ, არომატის გარეშე ცქრიალა ღვინოს. ოთხივე სახეობა ნახევრად ტკბილია, რაც მომხმარებელს საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით არჩევანის საშუალებას აძლევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი მხოლოდ სასმელი არ იყოს - ის ასოცირდებოდეს სასიამოვნო განწყობასთან, განსაკუთრებულ მომენტებთან და ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც ამ მომენტებს ვიზიარებთ.

ბრენდის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც კონკურენტულ ბაზარზე საკუთარი ხასიათითა და კონცეფციით გამოირჩეოდა.
VERVE-ს კონცეფციის საფუძველია ღვინის კულტურისა და თანამედროვე ხედვის გაერთიანება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც განსხვავებული არომატებით, გამორჩეული ხასიათითა და ვიზუალური იდენტობით დაიმკვიდრებდა ადგილს ბაზარზე.

როგორ იქმნება VERVE-ს პროდუქცია, რა ეტაპებს მოიცავს წარმოების
პროცესი და რა განასხვავებს თქვენს სასმელს ბაზარზე არსებული სხვა პროდუქტებისგან?

VERVE-ს პროდუქციის შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს. პროცესი იწყება ყურძნის გადამუშავებით, რასაც ცქრიალა ღვინის წარმოება მოსდევს. შემდეგ ხდება ღვინის არომატიზება, საბოლოო პროდუქტის მომზადება და ჩამოსხმა.

თითოეული ეტაპი მნიშვნელოვანია საბოლოო პროდუქტის ხასიათის ჩამოყალიბებისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ცქრიალა ღვინისა და შერჩეული არომატების კომბინაცია ჰარმონიულ გემოს ქმნიდეს და მომხმარებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობდეს. წარმოების პროცესში ადგილობრივ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთობლივად ვიზრუნოთ პროდუქტის ხარისხსა და ბრენდის კონცეფციის შენარჩუნებაზე.

VERVE-ს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ტრადიციული მეღვინეობის პროცესისა და არომატიზების თანამედროვე მიდგომის გაერთიანებაა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ ცქრიალა ღვინის განსხვავებული ინტერპრეტაცია, რომელშიც სასმლის ცქრიალა ხასიათი და მრავალფეროვანი არომატები ერთმანეთს ავსებს.

გვინდა, VERVE იყოს არჩევანი მათთვის, ვისაც უყვარს სიახლე, განსხვავებული გემოები და ისეთი პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ სასმელის, არამედ სასიამოვნო განწყობისა და გამოცდილების ნაწილიც ხდება.

როგორია მომხმარებელთა მოთხოვნა თქვენს პროდუქციაზე, რომელი არომატებია განსაკუთრებით პოპულარული და როგორ აფასებთ ბრენდის მიმართ ინტერესს?

მომხმარებელთა ინტერესი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან ის გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ მათი გემოვნება და განვავითაროთ პროდუქტი, რომელიც ბაზრის მოლოდინებს შეესაბამება.

ჩვენი ასორტიმენტიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი კოწახურის არომატს, რომელიც მომხმარებელთა შორის განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. ვფიქრობ, მისი გამორჩეული გემოვნური ხასიათი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ის საინტერესო არჩევანია მათთვის, ვისაც განსხვავებული არომატების აღმოჩენა უყვარს.

ბრენდის მიმართ ინტერესს მხოლოდ გაყიდვების თვალსაზრისით არ ვაფასებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის უკუკავშირი, განმეორებითი ინტერესი და ის, თუ რამდენად ახერხებს VERVE მომხმარებლის ყოველდღიურობასა თუ განსაკუთრებულ მომენტებში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.

მიგვაჩნია, რომ ბრენდის მიმართ ნდობა თანმიმდევრული მუშაობით იქმნება . ხარისხის შენარჩუნებით, მომხმარებლის მოსმენითა და მუდმივი განვითარებით. სწორედ ამიტომ, ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გაცნობა ჩვენი სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

როგორია VERVE-ს განვითარების ხედვა და რა გეგმები გაქვთ პროდუქციის ასორტიმენტის, გაყიდვების არხებისა და ახალი ბაზრების მიმართულებით?

VERVE-ს განვითარების ხედვა ეფუძნება ბრენდის თანმიმდევრულ ზრდას, პროდუქტის ხარისხის შენარჩუნებასა და ახალი შესაძლებლობების ათვისებას. ჩვენი მიზანია, VERVE კიდევ უფრო ცნობადი და გამორჩეული ბრენდი გახდეს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ასორტიმენტის მიმართულებით გვინდა, მომავალშიც შევთავაზოთ მომხმარებელს საინტერესო გემოები და სიახლეები. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის გაფართოება იყოს გააზრებული და თითოეული ახალი შეთავაზება შეესაბამებოდეს ბრენდის კონცეფციასა და ხარისხის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას.

პარალელურად, ვმუშაობთ გაყიდვების სხვადასხვა არხის განვითარებასა და პარტნიორული ქსელის გაფართოებაზე. გვინდა, VERVE უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლისთვის და ბრენდის შესახებ ინფორმაცია უფრო ფართო აუდიტორიამდე მივიდეს. ვფიქრობთ, რომ ზრდის პროცესში მნიშვნელოვანია ყველა მიმართულების დაბალანსებული განვითარება - როგორც პროდუქტის, ისე გაყიდვებისა და ბრენდის ცნობადობის კუთხით.

საერთაშორისო ბაზრებთან მიმართებით უკვე გვყავს უცხოელი პარტნიორები, რაც VERVE-ს განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, განვიხილოთ ახალი ბაზრების ათვისების პერსპექტივები და ქართული ბრენდი უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საერთაშორისო განვითარება განხორციელდეს თანმიმდევრულად, სწორი პარტნიორობებისა და პროდუქტის ხარისხის შენარჩუნების საფუძველზე.

მჯერა, რომ VERVE-ს აქვს განვითარების საინტერესო პოტენციალი. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ბრენდის ინდივიდუალობა, უკეთ გავიცნოთ მომხმარებელი და თითოეული შემდეგი ნაბიჯით გავაძლიეროთ VERVE-ს პოზიცია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ფონზე, ADB წყნარი ოკეანის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად $40.1 მილიონს გამოყოფს

19.10.2026.17:00

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 40.1 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება დაამტკიცა, რომელიც წყნარი ოკეანის რეგიონს საწვავის ფასების მერყეობით გამოწვეული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. დაფინანსების გამოყოფა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ხდება, რომელმაც წყნარი ოკეანის რეგიონში იმპორტის ხარჯების ზრდა გამოიწვია.

„წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების ეკონომიკებს იმპორტირებული ენერგორესურსების ღირებულების მკვეთრი ზრდის გასამკლავებლად შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. როდესაც მიწოდების პროცესში შეფერხებები წარმოიქმნება და ფასები იზრდება, შედეგები მთელ ეკონომიკაზე აისახება, მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდებაზე, აუცილებელ მომსახურებებზე, შინამეურნეობების ბიუჯეტებსა და სურსათის ღირებულებაზე“, - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.

დაფინანსება ქვეყნებს საწვავის ფასების მერყეობასთან დაკავშირებული რისკების მართვაში დაეხმარება.

აღნიშნული განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაბალშემოსავლიან შინამეურნეობებზე, რომლებიც საკუთარი შემოსავლის შედარებით დიდ ნაწილს ენერგორესურსებსა და აუცილებელ საქონელსა და მომსახურებაზე ხარჯავენ.
შეფასების მიხედვით, საწვავის გაძვირებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფერხებების ეკონომიკური გავლენა სამივე ქვეყანაში 80 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა