ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
თბილისში უამრავი განსაკუთრებული ადგილის აღმოჩენა შეიძლება. ადგილის, სადაც სტუმრობა და ბედნიერი მომენტების მეგობრებთან ერთად გაზიარება ყოველთვის სასიხარულოა.
თბილისის გულში, ისტორიულ შენობაში, იქ, სადაც ქალაქის ისტორია და თანამედროვე რიტმი ერთმანეთს კვეთს, განსაკუთრებული სივრცე - ვეტცელი გასტრონომიური სახლი 1908 წლიდან ქალაქის განუყოფელი ნაწილია.
აქ კედლებიც კი უამრავ მოგონებას ინახავს. ამ შენობაში დაწყებულა უამრავი მეგობრობა და გაბმულა არაერთი ახალი კავშირი. აქ საუბრობდნენ ხელოვნებაზე, ხუმრობდნენ და ერთმანეთს ამბებს უზიარებდნენ.
თანამედროვე გასტროჰაბი სრულიად განსხვავებულ სივრცეებს აერთიანებს. აქ ქართულ სტუმარ-მასპინძლობასთან ერთად კერძების უამრავ უნიკალურ კომბინაციას გაეცნობა სტუმარი. შესაძლებელია მრავალფეროვანი კონცეფციების კოქტეილ ბარების სტუმრობა, ან, თუნდაც, ცოცხალი მუსიკის ფონზე განსაკუთრებული დროის გატარება მეგობრებთან ერთად.
ვეტცელი ერთგვარი მოგზაურობაა დროსა და სივრცეში. ყველა მოგზაურობას კი საიმედო თანამგზავრი სჭირდება. თანამგზავრი, რომელიც სულ მხარში გიდგას. სწორედ ასეთი საყრდენია ბაზისბანკი. ბანკი, რომელთან ერთადაც გასტროჰაბი უამრავ ადამიანს დიდ გასტრონომიულ თავგადასავალში უძღვება.
ბაზისბანკის და ვეტცელი გასტროჰაბის პარტნიორობის ვიდეო ისტორია
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება
24.04.2026.18:42
27 აპრილს, 17:00 საათზე, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებულ პირებისთვის ვორქშოპი - „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება. შეხვედრას თამთა მამულაიძე და გოგა საათაშვილი გაუძღვებიან.
ვორქშოპი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის ზრდაში, რესურსების უკეთ მართვასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლაში ეხმარება.
შეხვედრის ფარგლებში განიხილება:
• AgriTech ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში;
• მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი წარმოების პრაქტიკა;
• რესურსების ეფექტიანი მართვა აგრობიზნესში;
• ინოვაციების გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.
ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ აგრობიზნესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რეალურ შესაძლებლობებზე და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობისთვის.
ღონისძიება 27 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში გაიმართება.
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობით.