მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვფიქრობ, რომ 2025 წლის აპრილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გვეყოლება რობოტი - თეა ზაქარაძე

news image
mbc image

ვფიქრობ, რომ 2025 წლის აპრილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გვეყოლება რობოტი,- აცხადებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

შესაბამისად რამდენიმე თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც შეუერთდება იმ აეროპორტების რიგებს, სადაც უკვე „მუშაობენ“ რობოტები. რობოტექნიკა კი ცხადია მგზავრების დიდ ინტერესსაც გამოიწვევს.

„უკვე ერთი წელია სხვადასხვა გამოფენებს ვესწრებით, რათა ავარჩიოთ ისეთირობოტი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის მოცულობის შესაბამისი იქნება. ვფიქრობ, რომ 2025 წლის აპრილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გვეყოლება რობოტი. ეს ერთის მხრივ ჩვენთვის იქნება ინოვაცია და მეორეს მხრივ იქნება ძალიან საინტერესო და კომფორტული სერვისი მგზავრებისთვის. გვინდა, რომ საინფორმაციო სამსახური ჩავაბაროთ. რა თქმა უნდა ეს რობოტი საინფორმაციო სამსახურს არ ჩაანაცვლებს, მაგრამ საკმაოდ კომფორტული იქნება. იმოძრავებს ტერმინალში და პასუხს გასცემს ყველა მგზავრს, ვისაც კითხვა მიმდინარე რეისებთან დაკავშირებით ექნება“, - ამბობს თეა ზაქარაძე.

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თქმით, TAV არის გლობალური, დიდი კომპანია და რობოტების შეძენაზე მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ჩვენ ვმართავთ 125 აეროპორტს და შესაბამისად ეს ინოვაციები TAV-ის მართვად აეროპორტებში უკვე დანერგილია. მაგალითად იზმირის აეროპორტში უკვე არის რობოტი, რომელსაც ბარგის ჩამოტვირთვა ატვირთვის თემაში იყენებენ. ბოდრუმშიც უკვე შეაქვს და სხვა აეროპორტებშიც.

TAV IT ჩვენი ცენტრალური სათაო ოფისიდან ამ პროექტზე მუშაობს და ველოდები, რომ 2025 წლის აპრილში უკვე თბილისში რობოტი გვეყოლება და ყველას გაგაცნობთ“, - აცხადებს ზაქარაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა