მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

ვფიქრობ ICT-ის მიღწევები, პირველ რიგში მთავრობის სწორი პოლიტიკის დამსახურებაა, რამაც ხელი შეუწყო სექტორის წახალისებას - გიორგი მარიამიძე

news image
mbc image

სქილვილ შვეიცარიული კოლეჯის დამფუძნებლისა და თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გიორგი მარიამიძის შეფასებით, ICT სექტორის განვითარება პირველ რიგში მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია, რომელმაც სექტორის წახალისებას შეუწყო ხელი მათ შორის სპეციალური საგადასახადო რეჟიმებით საერთაშორისო კომპანიებისთვის და ინოვაციების მიმართულებით GITA-ს საქმიანობით. როგორც გიორგი მარიამიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა, რომ ICT სექტორმა ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი დაიკავა და საქართველოში მსოფლიო დონის ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ოფისების გახსნა დაიწყეს.

„ვფიქრობ მიმდინარე შედეგი, პირველ რიგში, მთავრობის სწორი პოლიტიკის დამსახურებაა, რამაც ხელი შეუწყო სექტორის წახალისებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალური საგადასახადო პირობები საერთაშორისო სტატუსის მქონე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტზე მუშაობენ და ქვეყანაში IT სერვისებიდან მიღებული შემოსავლები შემოაქვთ. ასევე, აღსანიშნავია GITA-ს მუშაობა ინოვაციების მიმართულებით. ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ ICT სექტორმა ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი დაიკავა. საქართველოში შემოვიდნენ მსოფლიო დონის წამყვანი კომპანიები, რომლებსაც გლობალურად ათიათასობით თანამშრომელი ჰყავთ. მათ ოფისების გახსნა ჩვენს ქვეყანაში დაიწყეს, რაც ძალიან სერიოზული პროგრესია“, ამბობს მარიამიძე.

მისივე განმარტებით, განვითარების პოტენციალი ICT სექტორში კვლავ მაღალია და ამ მხრივ არსებობს ირლანდიის მაგალითი, სადაც დროთა განმავლობაში თითქმის ყველა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია: Google, Microsoft, Meta და IBM არის წარმოდგენილი, მაშინ როცა საქართველოში მსგავსი მასშტაბის გლობალური მოთამაშეები ჯერ არ ოპერირებენ, რაც ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე მიუთითებს.

გიორგი მარიამიძის განცხადებით, საქართველოში მეტი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის მოსაზიდად აუცილებელია მაღალი ღირებულების ინდუსტრიებზე ფოკუსირება, განათლებაში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება და რეგულაციებისა და საგადასახადო გარემოს კონკურენტუნარიანობის გაზრდა. 

„რა თქმა უნდა, აქ „ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ“. ისევ ირლანდიის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, სამი მთავარი საკითხია გადამწყვეტი: პირველი, უნდა მოხდეს ფოკუსირება მაღალი დამატებული ღირებულების მქონე ინდუსტრიაზე, რადგან IT ზოგადად ძალიან ფართო სფეროა და მასში კონკრეტული მიმართულებების შერჩევაა საჭირო.

მეორე, აუცილებელია განათლებაში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება. როდესაც საერთაშორისო კომპანიები ქვეყანაში შემოდიან, მათთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ადგილობრივი შრომითი ბაზარია. მართალია, მათ ჩამოჰყავთ თავისი თანამშრომლები და შემოაქვთ საკუთარი ნოუჰაუ, მაგრამ განვითარებისთვის ადგილობრივი ტალანტები და უნარები მათთვის ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანია.

მესამე ფაქტორი კი რეგულაციებისა და გადასახადების მიმართულებით მაღალკონკურენტული გარემოს შექმნაა. ვფიქრობ, ეს არის ის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც პროგრესს განაპირობებს. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და მჯერა, რომ წინ კიდევ უფრო მეტი წარმატება გველის“, - ამბობს  სქილვილ შვეიცარიული კოლეჯის დამფუძნებელი და თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს - მიხეილ ნამადოვი

03.11.2026.19:00

სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს , - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.

გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა