ვფიქრობ, პირველ კვარტალში სადაზღვევო ინდუსტრიას დაახლოებით 15%-იანი ზრდა ექნება - მიხეილ ჯაფარიძე
სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე
Business Insider Georgia-სთან 2026 წლის პირვველ კვარტალს აფასებს და ამბობს, რომ არსებული ხედვით სავარაუდოდ, აღნიშნული პერიოდი დადებითი ტენდენციებით უნდა ხასიათდებოდეს, თუმცა დაზუსტებული მონაცემები ბაზრის შესახებ სრული დეტალიზაციით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ სტატისტიკის გამოქვეყნებით გახდება ცნობილი.
„დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა და შესაბამისად, ზოგადად ბაზარს სიზუსტით ვერ ვხედავთ, თუმცა ჩვენი კომპანიის შედეგებიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ საერთო ანგარიშით კვარტალი კარგი უნდა იყოს. ვფიქრობ, სავსებით რეალურია 14-15%-იანი ზრდის მოლოდინი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ცხადია, საბოლოო ციფრები გამოქვეყნდების შემდეგ გვეცოდინება. აღსანიშნავია, რომ ბაზრისთვის მცირე, მაგრამ კარგი კატალიზატორი იყო (მათ შორის კომერციულად საინტერესო) შემომსვლელი ტურისტების სავალდებულო დაზღვევის გააქტიურება. ამ სიახლემ თავიდანვე ძალიან კარგი ეფექტი იქონია ბაზარზე და კარგად მოხდა იმ პოლისების რეალიზება, რომელიც სხვა დროს ნელი ტემპით რეალიზდებოდა. ტურისტს საქართველოში ჩამოსვლისას დაზღვევა არ მოეთხოვებოდა და შესაბამისად აღნიშნულმა ცვლილებამ ბაზარს კარგი სტიმული მისცა. მიუხედავად ამ სახეობის მოკრძალებული მოცულობისა ჩვენი ბაზრისთვის ესეც საინტერესო გამოდგა და ჩვენი მოლოდინით ამ წლის პირველი კვარტალი შარშანდელთან შედარებით უფრო ჯანსაღი იქნება ", - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
გარდა აღნიშნულისა, სადაზღვევო კომპანიია „არდის" გენერალური დირექტორი ბაზრის კონკრეტულ სეგმენტებზეც საუბრობს და ხაზს უსვამს ამ მიმართულებით თითოეულის საჭიროებას/მნიშვნელობას.
„ავტოდაზღვევის და ჯანმრთელობის დაზღვევის მიართულებით მოთხოვნა გაიზარდა. ამ კუთხითაც ველით უკეთეს ციფრებს, რადგან ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით მოსახლეობა კარგად ინფორმირებულია და ეს სახეობა აღარ არის ფუფუნების საგანი, შესაბამისად მოსახლეობა აღარ სვამს კითხვას იყიდოს თუ არ იყიდოს აღნიშნული პროდუქტი. ძირითადად, კითხვა ჩნდება თუ სად შეიძინონ ის. განსაკურებით საინტერესოდ ვითარდება საცალო სამედიცინო დაზღვევა. სხვა ტიპის დაზღვევის სახეობებში, როგორებიცაა პასუხისმგებლობის დაზღვევა, ქონების დაზღვევა და ა.შ. დეტალებს დავინახავთ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ", - ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.
სადაზღვევო კომპანიია „არდის" გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია ბაზარს უახლოეს მომავალში არაერთ სიახლეს შესთავაზებს, რომელიც მათ შორის, კონკრეტულ სადაზღვეო მიმართულებებს უკავშირდება.
„წელს არჩეული გვაქვს 2-3 მიმართულება, სადაც მაქსიმალური ძალისხმევა დაიხარჯება. ძირითადად, ეს არის კომპანიის სერვისის, პროდუქტიულობისა და ტექნოლოგიური განვითარების კუთხით დასახული კონკრეტული ამოცანები, რომელიც უნდა შევასრულოთ. შარშანაც საინტერესო სიახლეები გვქონდა, რომელთა მეორე და მესამე ფაზის განხორციელება ამჟამადაც მიმდინარეობს. ზოგ შემთხვევაში სიახლე სრულიად ახალი იქნება. ზოგადად ნებისმიერი სიახლე არდის ძირითად ღირებულებებს უნდა პასუხობდეს, რაც ადამიანზე მორგებული, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისის შექმნაა მუდმივი ინოვაციურობის ძიებით სერვისებში და პროცესებში ", - აღნიშავს მიხეილ ჯაფარიძე.
სხვა სიახლეები
ახალი ტურისტული ბაზრები და გაფართოების გეგმები - როგორია Nika Hotel and Club-ის განვითარების ხედვა
07.08.2026.14:00
Nika Hotel and Club იზოლირებული სასტუმროა, რომლის ისტორია 2021 წლიდან იწყება. სასტუმრო მთების ბუნებრივ სილამაზეშია განთავსებული და პანორამული ხედებით გამოირჩევა.
მიმდინარე სეზონის შეფასებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Nika Hotel and Club-ის დამფუძნებელი, ლარისა გავრილიუკი ესაუბრა.
„ამ წელს სეზონი შედარებით გვიან დაიწყო. როგორც წესი, აქტიური პერიოდი მაისიდან იწყება, წელს ძირითადი დატვირთვა ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისიდან დაფიქსირდა.
შეიცვალა სტუმრების გეოგრაფიაც. ამ ეტაპზე ნაკლები ვიზიტორი გვყავს ისრაელიდან, დუბაიდან და არაბული ქვეყნებიდან, მაშინ როცა გაიზარდა მოთხოვნა რუსეთისა და ყაზახეთის ბაზრებიდან. ისრაელის მიმართულება კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა წინა წლებთან შედარებით სტუმრების რაოდენობა შემცირებულია. ევროპული ბაზრიდან სტუმრების რაოდენობა კვლავ მცირეა და ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ამ მიმართულებით ტენდენცია უცვლელია - ზაფხულის პერიოდში ძირითადად თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს ვმასპინძლობთ.
აგვისტოს ტენდენცია პოზიტიურია. ივლისი-აგვისტოს პერიოდი სრულად არის შევსებული და ველოდებით, რომ სექტემბერიც აქტიური იქნება. მიმდინარე სეზონს სტაბილურად ვაფასებთ - წინა წელთან შედარებით მცირე კლებაა, თუმცა მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის“, - აცხადებს ლარისა გავრილიუკი.
კომპანია სამომავლოდ გაფართოებას და ახალი კოტეჯების დამატებას გეგმავს.
„სამომავლო გეგმები გარკვეულწილად შევაჩერეთ, რადგან არსებული არასტაბილური მდგომარეობის ფონზე მშენებლობის მიმართულებით ფრთხილად ვმოქმედებთ. თუმცა, მომავალი გაზაფხულისთვის კოტეჯების დამატებას ვგეგმავთ.
ასევე განვიხილავთ ტერიტორიის გაფართოებას, საუნის დამატებას, ახალი ფოტო ლოკაციების მოწყობას და დამატებით 2-3 კოტეჯის აშენებას. იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო დასტაბილურდება და დაგეგმილი პროექტების განხორციელებას შევძლებთ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.