ვგეგმავთ 1 500 ტონა თხილის ექსპორტს, სამიზნე ბაზარი ევროკავშირია - NUTSGE
თხილის გადამამუშავებელ წარმოებაში სტაბილური სეზონი გველოდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია NUTSGE LLC დამფუძნებელმა მამუკა ბერიაშვილმა განუცხადა.
საწარმოს დამფუძნებლის ინფორმაციით, თხილის ხარისხის წელს უკეთესია.
„გვაქვს როგორც კარგი, ისე ცუდი ხარისხის თხილიც. იმ ფერმერებმა, ვინც ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა ჩაატარა უკეთესი ხარისხის თხილი აქვს, ხოლო ვინც წამლობა არ ჩაატარა, შესაბამისად დაბალი ხარისხის მოსავალი მიიღო“, - ამბობს მეწარმე.
მამუკა ბერიაშვილის ინფორმაციით, მაღალი ხარისხის გაუტეხავი თხილის ფასი 7-ლარამდეა, ხოლო დაბალი ხარისხის თხილის ფასი 4-5 ლარამდეა.
მიმდინარე წელს NUTSGE 1 500 ტონამდე გარჩეული თხილის ექსპორტს გეგმავს.
„ჩვენი ნაწარმის 50% გადის ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო 50% გადის აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ქვეყნებსა და სამხრეთ ამერიკის ბაზარზე“, - ამბობს მეწარმე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.