მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვგეგმავთ ახალი სასტუმროსა და საღონისძიებო სივრცეების მოწყობას - ,,კიკეთის ფერმა"

news image
mbc image

2025 წელს ,,კიკეთის ფერმა" არაერთი სიახლით ხვდება. კომპანიის ხედვა კი კვლავ გაფართოებას და განვითარებას შეეხება. 2024 წლის შეჯამების და 2025-ის გეგმების შესახებ Business Insider Georgia ,,კიკეთის ფერმა"-ს ესაუბრა. 

,,2024 წელი საკმაოდ აქტიური იყო ფერმისთვის - ფერმას შეემატა ისეთი ახალი სერვისები, როგორიცაა ასტრონომიული საღამოები, ჰაიკინგი, ტრიუფელებზე ნადირობა, იოგა სესიები, მზით ბეჭდვა, ღია კინოჩვენებები. ფერმის სახელოსნოში დაემატა ტყავის მასტერკლასი, მწვანე გაკვეთილები. ფერმაში გაიხსნა საერთო სამუშაო სივრცე - გალერეა, ახალი სასტუმროები, მათ შორის ექსვსნომნრიანი ხის კოტეჯი, ხეზე სახლები და ოდა სახლების კომპლექსი. ასევე, ფერმაში გაიხსნა კვების ობიექტები - რესტორანი „ნეითივი“ და კაფე-რესტორანი „სლინკ ფერმა“, - განგვიმარტეს კომპანიაში. 

,,კიკეთის ფერის" წარმატებას მისი უნიკალური მდებარეობა და კონცეფცია წარმოადგენს. 

,,ფერმა თბილისთან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე მდებარეობს და სტუმარს სთავაზობს განსხვავებულ საცხოვრებელ ნომრებს, Farm-to-Table კონცეფციის მენიუს და ისეთი გამოცდილებების ნაკრებს, როგორიცაა ცხენებით გასეირნება, ღვინის დეგუსტაცია, შემოქმედებითი მასტერკლასები და ა.შ. კიკეთის ფერმა, ქალაქთან ძალიან ახლოს, ქმნის ახალ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა თანაარსებობს, სადაც ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანისთვის ერთდროულადაა შესაძლებელი შემეცნება, დასვენება, გართობა, განტვირთვა/სიმშვიდის მოპოვება, მრავალფეროვანი გამოცდილებების მიღება. ფერმა ცდილობს ადამიანები დაახლოვოს ბუნებასთან, შთააგონოს, გაუღვიძოს შემოქმედებითი უნარები, იზრუნოს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ გაჯანსაღებაზე, შესძინოს ახალი გამოცდილებები, ამოგზაუროს დროში და სივრცეში - საინტერესო თავგადასავალში“, - აღნიშანავენ ,,კიკეთის ფერმაში". 

,,კიკეთის ფერმის" სერვისებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა, შესაბამისად კომპანია გაფართოებას 2025 წელსაც გეგმავს.

,,ყველაზე დიდი წილი დატვირთვა მოდის საცხენოსნო სერვისებზე, როგორიცაა ცხენით გასეირნება მოედანზე და საცხენოსნო ტურები კიკეთის შემოგარენში. ფერმა აგრძელებს განვითარებას. დაგეგმილია ახალი სასტუმროსა და საღონისძიებო სივრცეების მოწყობა", განმარტავენ კომპანიაში. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა