მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვგეგმავთ ახალი საწარმოს დამატებას - Enlili

news image
mbc image

Enlili აქტიურად გეგმავს გაფართოებას და ახალი საწარმოს დამატებას.

„ავაშენეთ საწარმო შენობა, მაგრამ შეკვეთებიდან გამომდინარე არ გვყოფნის არც საწარმო და არც სასაწყობე ფართი. მიწის ნაკვეთი გვაქვს შეძენილი, სადაც საწარმო გავაკეთეთ, არის დიდი ტერიტორია და საშუალებას იძლევა კიდვ ერთი ამ საწარმოს ზომის საწარმო დავამატოთ, რომ სხვა ტექნიკაც უკვე საქართველოში ვაწარმოოთ. ამისი რესურსი, ცოდნა არის და საფასო სეგმენტშიც კონკურენტუნარიანი იქნება უცხოურ წარმოებასთან შედარებით ის პროდუქცია,  რომლის წარმოებასაც ვაპირებთ. ასე, რომ ორი მიმართულებით გვჭირდება - ერთი, სასაწყობე ფართის დამატება, სადაც ჩვენი წარმოებული პროდუქციაც და შემოტანილი პროდუქციაც დასაწყობდება და მეორე,  თვითონ საწარმოს გაფართოება, რადგან ძალიან ბევრი ტექნიკა დაგვივროვდა  და ადგილი პრაქტიკულად აღარ გვაქვს, ვეღარც თანამშრომლებს ვეღარ ვიმატებთ ამიტომ გაფართოების საჭიროება დგას რა თქმა უნდა მწვავედ. მუდმივად, რეინვესტირებას ვახდენთ შემოსული თანხებიდან. მოთხოვნა მზარდია საკმაოდ. უბრალოდ პრობლემას გვიქმნის ის რომ სასაწყობე ფართი არ გვაქვს, ამიტომაც საკუთარი სასაწყობე ფართი ძალიან დაგვეხმარება“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ბადრი ციქუბაძე.

კომპანიამ საქმიანობა 2019 წელს დაიწყო, თუმცა არა ამ პროფილით, არამედ ხილის გადამუშავებითა და ჩირის დამზადებით. ამის შემდეგ გაჩნდა იდეა დეჰიდრატორების წარმოების.

„საქმიანობა 2019 წელს დავიწყთ მაგრამ არა ამ პროფილით, არამედ ხილის გადამუშავებით, ჩირის დამზადებით. შემდეგ ბაზარზე დავინახეთ, რომ ჩირის აპარატების ე.წ დეჰიდრატორების დეფიციტი იყო.  მე თვითონ ინჟინერი ვარ და გამოვიყენე ჩემი ცოდნა, რომ დამემზადებინა ქართული წარმოების. პროტოტიპი დავამზადე 2021 წელს.  დავტესტე, კარგი შედეგები აჩვენა და ბაზარსაც შევთავაზე. ბაზარს, მომხმარებელს  მოეწონა,  გამომდინარე ხელმისაწვდომობიდან, მაღალი ხარისხიდან, ამასთან იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ უცხოეთიდან შემოტანილზე გარანტია კი ჰქონდა, მაგრამ მომსახურეობას ვერ წევდნენ ადგილობრივი კომპანიები.  შესაბამისად, იდეალური აღმოჩნდა ჩემი შეთავასება ადგილობრივი მეწარმეებისთვის“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი ბადრი ციქუბაძე.

კომპანიის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ენლილი“ -ს , როგორც ვებ, ასევე Facebook გვერდებზე.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა