ვგეგმავთ მომხმარებელს ტანზანიაში საფარის საცხენოსნო ტურები შევთავაზოთ - Horsetours-ი
ისეთ ბაზრებზე ვცდილობთ შესვლას, სადაც ჩვენი უშუალო კონკურენტები ჯერ არ არიან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს პლატფორმა Horsetours-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ლაშა გაგოიძემ განუცხადა.
პლატფორმა Horsetours-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ 2025 წლიდან გეგმავენ ახალი ბაზრების ათვისებას.
„ჩვენი სამიზნეა იორდანია, ყაზახეთი. ასევე ვგეგმავთ აპლიკაციაში აფრიკის კონტინენტზე ტანზანიის საფარის ტურები დავამატოთ.
წელს ძირითადი აქცენტი საქართველოზე გავაკეთეთ, რადგან ძალიან ბევრი სამუშაო გვქონდა თუ გასულ წელს 20 ტური გვქონდა, წელს 80-მდე ტური განვახორციელეთ“, - განაცხადა პლატფორმა Horsetours-ის თანადამფუძნებელმა .
მისი ინფორმაციით, პლატფორმა უკვე ოპერირებს ყირგიზეთში და მალე თურქეთის საცხენოსნო ტურებიც აიტვირთება.
„ყირგიზეთის ბაზარზე შესულები ვართ და უკვე გვაქვს დაგეგმილი საცხენოსნო ტურები, მოთხოვნაც იყო. ჯერ გვაკლია მოქნილობა და მრავალფეროვნება, რადგან მოთხოვნაა რაღაც მიმართულებებზე, სადაც ჯერ ტურები არ გვქონია. ამიტომ პარტნიორებთან ერთად ვფიქრობთ, რომ ავითვისოთ ეს მიმართულებები, რათა მომხმარებელი არ დავკარგოთ.
თურქეთთან ყველაფერი შეთანხმებულია და მალე გამოჩნდება ჩვენს ვებგვერდზე ამ ქვეყნის საცხენოსნო ტურები“,- განაცხადა ლაშა გაგოიძემ.
Horsetours-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიის განვითარებაში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 ათასი ლარია. პლატფორმაზე მუდმივად დასაქმებულია 5 ადამიანი, ხოლო საცხენოსნო ტურების ფარგლებში 50-ზე მეტი თანამშრომელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.