ვგეგმავთ ონლაინ გაყიდვების გაძლიერებას - ,,ღვინის ემოცია"
გავხსენით საკუთარი შოურუმი და ავიყვანეთ მეტი თანამშრომელი, - ასე აფასებს Emocia Wines-ს 2024 წლის საქმიანობას.
„ 2024 წლის 15 მარტს გავხსენით საკუთარი შოურუმი, რომელსაც ასე ელოდებოდა მომხმარებელი. თუ აქამდე ამდენი წელი ონლაინ გვენდობოდნენ და ყიდულობენ ახლა ადგილზე შერჩევის საშუალებაც აქვთ. გვაქვს ჩვენი საკუთარი ოფისი, ავიყვანეთ მეტი თანამშრომელი, ვართ გუნდი და კიდევ ვიზრდებით“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი თამარ აბულაძე.
საგულისხმოა, რომ კომპანიის ნამუშევრები რამდენიმე წელია ნიუ-იორკში ერთ-ერთ აქსესუარებისა და სუვენირების მაღაზიაში იყიდება.
„ჩვენი ნამუშევრები იყიდება ნიუ-იორკში. არსებობს მაღაზია, სადაც იყიდება ასეთი ტიპის სუვენირები და სამკაულები. დაახლოებით, 3 წელია ამ მაღაზიასთან ვთანამშრომლობთ. გვინდა გავაძლიეროთ ონლაინ გაყიდვები ევროპისა და ამერიკის მიმართულებით“, - განმარტავს თამარ აბულაძე.
„ღვინის ემოციის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ აქტიურად იგეგმება კომპანიის მხრიდან ონლაინ გაყიდვების გაძლიერება.
„ჩვენი საკუთარი ვებ გვერდისა და სოც - ქსელებისა, გაყიდვებისთვის ვიყენებთ კიდევ VELI.store-ს, Extra.ge-ს და mymarket.ge-ს. ასევე ვგეგმავთ, გვქონდეს უფრო განვითარებული კონტენტი. იდეის დონეზე ვფიქრობთ და სურვილი გვაქვს, რომ ბათუმშიც გავხსნათ ჩვენი მაღაზია “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, Emocia Wines ქართული ბრენდია, რომელიც 2020 წელს გაჩნდა. ჩვენ ვქმნით სრულიად განსხვავებულ სუვენირებს, სამკაულებს და აქსესუარებს ღვინის თემატიკის გარშემო.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.