მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ვილაჯიო მირზაანი რეზორტი“ სეზონს მაღალი დატვირთულობით ხვდება

news image
mbc image

„ვილაჯიო მირზაანი რეზორტი“ წარმოადგენს მრავალფუნქციურ დასასვენებელ კომპლექსს, რომელიც მოიცავს კოტეჯებს, სასტუმროს ნომრებსა და სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცეებს. კომპლექსი მიმდინარე სეზონს გაფართოებული ინფრასტრუქტურითა და გაზრდილი შესაძლებლობებით ხვდება. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia „ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ თანადამფუძნებელსა და მენეჯერს, რატი ტოკლიკიშვილს ესაუბრა.

„დავამატეთ ღია აუზი ბართან ერთად. ასევე გავაფართოვეთ სარესტორნო სივრცე - თუ გასულ წელს რესტორანი 130 სტუმარზე იყო გათვლილი, წელს უკვე 400 ადამიანის მიღება შეგვიძლია, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს, მათ შორის ქორწილებსა და დიდ შეკრებებს ვუმასპინძლოთ. ერთ-ერთი საინტერესო ღონისძიება, რომელსაც ივნისის ბოლოს პირველად ვმასპინძლობთ, არის გვარის შეკრება“, - აცხადებს რატი ტოკლიკიშვილი.

„ვილაჯიო მირზაანი რეზორტი“ მიმდინარე სეზონს მაღალი დატვირთულობით ხვდება.

„წლევანდელი სეზონი იდეალურად დაიწყო - ნოემბერში უკვე სრულად იყო დაჯავშნილი ივნისის თვე. ჩვენი სტუმრების ძირითადი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ვიზიტორები არიან.

მოთხოვნა გაზრდილია და ჩვენი ფოკუსიც ძირითადად ადგილობრივ ბაზარზეა მიმართული“, - ამბობს რეზორტის თანადამფუძნებელი და მენეჯერი.

კომპანია სამომავლოდ არსებული ინფრასტრუქტურის სრულად ათვისებას გეგმავს.

„მომდევნო სამი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მასშტაბურ განვითარებას არ განვიხილავთ. ჩვენი მიზანია არსებული სივრცის მაქსიმალური დატვირთვა და ეფექტიანი გამოყენება. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ქორწილებზე - ივლისსა და აგვისტოში თითქმის ყველა შაბათ-კვირა დაჯავშნილია. ასევე გვაქვს მარანი და შემოდგომაზე ვგეგმავთ მეტი ექსკურსიის მიღებას, რათა ვიზიტორებს უკეთ გავაცნოთ ჩვენი სერვისები.

ჩვენი ინფრასტრუქტურა სრულად გვაძლევს შესაძლებლობას, ვუმასპინძლოთ როგორც მცირე ჯგუფებს, ისე კორპორატიულ ღონისძიებებს - როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში, რადგან გვაქვს კოტეჯები, სასტუმროს ნომრები, ორი ღია და ორი დახურული აუზი და რამდენიმე სარესტორნო სივრცე“, - განმარტავს რატი ტოკლიკიშვილი.

ინფორმაციისთვის, რეზორტი მდებარეობს კახეთში, მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ, თბილისიდან 1.5- 2 სთ-ის სავალ გზაზე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა