მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ვილაჯიო მირზაანი რეზორტი“ ზაფხულის სეზონზე შატოს ხსნის

news image
mbc image

კახეთში, მირზაანში მდებარე „ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ ტერიტორიაზე დაახლოებით ერთ თვეში შატო გაიხსნება, სადაც სტუმრებს ღვინის დეგუსტაციასა და ტრადიციულ კერძებს შესთავაზებენ.

როგორც „ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რატი ტოკლიკიშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, შატოს ექნება ღია და დახურული სივრცე, სადაც 40 სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი. შატოს პროექტი „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებისა და თიბისი ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.

„ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ ტერიტორიაზე მდებარეობს სასტუმრო, 10 კოტეჯი, ორი დახურული აუზი და რესტორანი წყალზე, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა.

„მაისიდან სასტუმროს დატვირთულობა 70%-ია. ძირითადად გვსტუმრობს ადგილობრივი მოსახლეობა და 30%-ს შეადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩინეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ველოდებით ზაფხულის ჯავშნებს და ვფიქრობთ, ზაფხულის სეზონზე დატვირთულობა უფრო მაღალი იქნება. სასტუმრო მოთხოვნადია ყველა სეზონზე. თანდათან ვვითარდებით. გვაქვს ორი კოტეჯი და სასტუმროს 7 ნომერი, სადაც აივანზე ჯაკუზია. განსხვავებული სერვისია, რაც ხალხს იზიდავს. ასევე ღია ბარი წყალზე - 11 მაგიდაა წყალზე. მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები და კარგი მასპინძლობა“,  - ამბობს რატი ტოკლიკიშვილი.

„ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ ტერიტორიაზე პირველი სივრცე  ორი წლის წინ გაიხსნა.  სასტუმროსა და კოტეჯებში ორი სტუმრის განთავსების ფასი საუზმით 200-დან 300-ლარამდეა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა