ვინ არის და რა გამოცდილებით მოდის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის დირექტორი - მარიამ შურღაია
სკოლის შერჩევისას მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა. ყოველთვის გვაინტერესებს, ვის ვაბარებთ შვილების განათლებას და რა გამოცდილება დგას ამ ადამიანის უკან. შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის დირექტორი, მარიამ შურღაია, სწორედ ის პროფესიონალია, რომლის გამოცდილებაც პირდაპირ პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებს.
პრაქტიკული გამოცდილება სკოლის მართვაში
მარიამს ერთ-ერთი საერთაშორისო სკოლის მართვის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. 2018-დან 2023 წლამდე ის „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ხელმძღვანელი იყო. ამ პერიოდში ის 500-მდე მოსწავლის (ბაღიდან მე-12 კლასის ჩათვლით) სასწავლო პროცესს კურირებდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით გაიარა სკოლამ ავტორიზაცია და დაინერგა ისეთიპრესტიჟული საერთაშორისო პროგრამები, როგორიცაა IBDP (საერთაშორისო ბაკალავრიატი) და Cambridge International. მარიამს ასევე აქვს დიდი გუნდის მართვის გამოცდილება - უშუალოდ მუშაობდა 60-მდე მასწავლებლისა და მენეჯერის პროფესიულ განვითარებაზე.
დასავლური განათლება
მარიამის კვალიფიკაცია საერთაშორისო და ადგილობრივი განათლების ძლიერი კომბინაციაა. მან საგანმანათლებლო ლიდერობის მაგისტრის ხარისხი პრესტიჟული Chevening-ის სტიპენდიით, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (UCL) მიიღო. მანამდე კი, Erasmus Mundus-ის სტიპენდიით, ევროპისა და აზიის ოთხ წამყვან უნივერსიტეტში სწავლობდა უმაღლესი განათლების კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით (MARIHE). მარიამი მუდმივად ვითარდება და ბოლოს ტარტუს უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრირების მიმრო სამაგისტრო პროგრამა დაამთავრა.
შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის დირექტორი მხოლოდ მენეჯერი არ არის, ის ასევე აქტიური მკვლევარია. მარიამი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) პროფესორთან ერთად იკვლევს სკოლის დირექტორების როლსა და საგანმანათლებლო პოლიტიკას. პარალელურად, თბილისის თავისუფალ და კავკასიის უნივერსიტეტებში მოწვეული ლექტორია. ამასთან, ის არის საგანმანათლებლო ცენტრ „ოქროს კომპასის“ დამფუძნებელი, სადაც ახალგაზრდებს არაფორმალური განათლებისა და ლიდერული უნარების მიღებაში ეხმარება.
საბოლოო ჯამში, შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში მარიამ შურღაიას ხელმძღვანელობა ნიშნავს, რომ სკოლას მართავს ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ მუშაობს საუკეთესო საერთაშორისო პროგრამები პრაქტიკაში , როგორ უნდა გამოიყენოს კვლევები გარემოს გასაუმჯობესებლად და რაც მთავარია, როგორ შექმნას ინკლუზიური, განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე თითოეული მოსწავლისთვის.
შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში, I-VI კლასის მშობლებისთვის ინდივიდუალური კონსულტაციები დაიწყო.
დაგვიკავშირდით : +995 511 16 39 95: +995 511 252 995
ღია კარის დღეზე ვიზიტის დასაჯავშნად გადადით ბმულზე:
სხვა სიახლეები
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
15.05.2026.12:35
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს სააფთიაქო ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს საასურველი პროდუქტი „რაუნდ ლაბის“ მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან.
ბრენდი რამდენიმე ხაზს აერთიანებს ღრმა ჰიდრატაციის და მგრძნობიარე კანის მოვლის (Dokdo Line), ინტენსიური დატენიანების და ტენიანობის ბალანსის (Birch Juice Line), დამამშვიდებელი მოვლის (Pine Calming Cica line), კანის ბარიერის გამაძლიერებელი (Soybean Panthenol Line), ასაკობრივი კანის მოვლისა და ელასტიკურობის (Camellia Line), გამაღიავებელი ეფექტისა და პიგმენტური ლაქების მოვლის (Vita Line).
კანის ბალანსის დაცვა ბუნებრივი ინგრედიენტით განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვთა და ჩვილების მოვლისთვის. ROUND LAB ბავშვთა მოვლის ხაზი Baby Mild შექმნილია პატარების კანის სათუთი და უსაფრთხო მოვლისთვის.
სამხრეთ კორეული თავის მოვლის ბრენდი „რაუნდ ლაბი“ 2017 წელს დაარსდა. K-beauty მიმართულებაში დღეს ის ერთ - ერთ ყველაზე გამორჩეულ და პოპულარულ ბრენდად მიიჩნევა. განსაკუთრებით, ბუნებრივი შემადგენლობის ფორმულების, მგრძნობიარე კანისთვის უსაფრთხო პროდუქტებისა და მინიმალისტური შემადგენლობის ეფექტური და უსუნო პროდუქციის გამო.
“თავის მოვლის მსოფლიო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანის გარდა, PSP მომხმარებლისთვის ცნობილია კომპანია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას პირველმა გააცნო და მუდმივად ხელმისაწვდომს ხდის ახალ კორეულ ბრენდებს. ამჯერად კორეული პრემიუმ ბრენდი „რაუნდ ლაბ“ გვინდა გავაცნოთ საზოგადოებას, რომლის ფილოსოფია ეფუძნება იდეას - “Better Skin, Better Round” და აერთიანებს კორეის ბუნებრივი რესურსებით შთაგონებულ, ნაზ და ეფექტურ კანის მოვლის პროდუქტებს. კორეული ბუნების ძალის პროდუქტები უკვე ქართველი მომხმარებლის, მათ შორის ბავშვების კანის სამსახურშია“ - აცახდებენ PSP-ში.