მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ვინ ეგარი“ ასორტიმენტს აფართოებს - როგორ ვითარდება ქართული წარმოება

news image
mbc image

„ვინ ეგარი“ ქართული საწარმოა, რომელიც ნატურალური ვაშლის ძმრის წარმოებაზეა ორიენტირებული. კომპანია პროდუქციას მხოლოდ ქართული ვაშლისგან, ხელოვნური დანამატების გარეშე ამზადებს და მომხმარებელს ბუნებრივ პროდუქტს სთავაზობს.

როგორც „ვინ ეგარის“ დამფუძნებელი მარიამ პატარიძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, კომპანიამ უკვე ააშენა ახალი საწარმო, რაც წარმოების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. პარალელურად, „ვინ ეგარი“ ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს და წელს მომხმარებელს ახალ პროდუქტს - ანწლის ნაყენს შესთავაზებს.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებელს?

„ვინ ეგარი" არის ქართული საწარმო, რომელიც ორიენტირებულია ნატურალური, უმაღლესი ხარისხის ვაშლის ძმრის წარმოებაზე. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა იმით, რომ მზადდება ექსკლუზიურად ქართული ვაშლისგან და არ შეიცავს დანამატებს - შაქარს, თაფლს, საფუარს ან სხვა მინარევებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ ჯანსაღი, ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც როგორც კულინარიული, ისე სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენება.

რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი უპირატესობა პროდუქტის სისუფთავე და ნატურალურობაა. ის ფაქტი, რომ ვაშლის ძმარი მზადდება ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე, ქმნის პროდუქტს, რომელსაც მომხმარებლის დიდი ნდობა აქვს. გარდა ამისა, „მხოლოდ ქართული" ნედლეულის გამოყენება ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას.

როგორია მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა და სად არის ამ ეტაპზე „ვინ ეგარის" პროდუქციის რეალიზაციის ძირითადი არხები?

მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, რაც განპირობებულია ჯანსაღი კვებისა და ნატურალური პროდუქტებისადმი მზარდი ინტერესით. პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება სხვადასხვა არხის მეშვეობით, მათ შორის, სუპერმარკეტების ქსელებში, სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით, რაც პროდუქტს მომხმარებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომს ხდის.

რა გეგმები გაქვთ წარმოების განვითარებისა და პროდუქციის ასორტიმენტის/რეალიზაციის მიმართულებით?

ვინ ეგარმა" უკვე ააშენა ახალი საწარმო, რაც წარმოების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებასაც ვგეგმავთ. ჩვენი ძირითადი მიმართულება მთასა და ალპურ ზონაში მოპოვებული ნედლეულის გადამუშავებაა.

წელს მომხმარებლებს სიახლეს შევთავაზებთ - ბაზარზე მალე გამოვა ანწლის ნაყენი. ანწლი სასარგებლო მცენარეა და გვინდა, მისგან დამზადებული პროდუქტი მომხმარებლებს გავაცნოთ. ამ ეტაპზე განსაკუთრებით გვაინტერესებს, როგორი იქნება მომხმარებლების უკუკავშირი ახალ პროდუქტზე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა