ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მიხედვით ჩაის გადამამუშავებელ TOP 5 საწარმოს
რომელია საქართველოში ბრუნვის მიხედვით 5 ყველაზე დიდი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს ბრუნვის მიხედვით შემდეგი საწარმოები გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს ემირის 100% - ლევან ოქროპირიძე ფლობს.
შპს ჯი.ჯი.ჯი კომპანი/Sps ji.ji.ji kompani-ს - 100%-ს თამთა ბასილაია ფლობს.
შპს მანნას - 5 მფლობელი ჰყავს - ირაკლი ღურჭუმელია - 20% ; პაატა მჭედლიშვილი - 16%; დევი დუნდუა - 10%; კუკური მაღრაძე - 5%; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გაზელ ფაინენს ჯორჯია - 49%. ამ კომპანიის 100%-ს კი ნიდერლანდებში რეგისტრირებული კოოპერატივი გაზელ ფაინენს ჰოლდინგ კოოპერატივი ფლობს.
შპს გეოპლანტს - ოთხი მლობელი ჰყავს - ბობ მეიერი - /ნიდერლანდები/ 29.2%; ბადრი ჯაფარიძე- 28.35%; თამარ ჯაფარიძე -(28.35%) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს გეოპლანტი - 14.1%; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ხაზარაძე ჰოლდინგი - 28.35%;
შპს თერნალი-ჩაის 100% - ფრიდონ ჩიტაძე ფლობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.