ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდ სწრაფი კვების ობიექტებს
საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი სწრაფი კვების ობიექტები ცნობილია.
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 სწრაფი კვების ქსელი გამოიკვეთა:
სს ვენჯორჯია - ბრენდი ვენდისი
შპს Iberia Food Company - ბრენდი ქეიეფსი
შპს ხარება - ბრენდი მაკშაურმა
შპს თ და კ რესტორნები - ბრენდი მაკდონალდსი
შპს კიოსკ ჯორჯია - ბრენდ დანკინი
(ობიექტები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
საჯარო რეესტრის მონაცეებით, სს ვენჯორჯია „(ვენდის) დაარსდა 2011 წლის იანვარში. ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის 100%-იან მფლობელს წარმოადგენს „გლობალ ინვესტორს ლიმიტედ“. კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები კი არიან სამსონ ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი) და ლევან ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი)
„ვენდისმა“ საოპერაციო საქმიანობა დაიწყო 2015 წელს. „ვენჯორჯია“ წარმოადგენს სწრაფი კვების რესტორნების ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ბურგერებს, სასმელს, გაყინულ დესერტს და სხვა. კომპანია ოპერირებს „ვენდის გლობალ რესტორნისგან“ (Wendy’s Global Restaurants) მიღებული ფრანშიზის უფლებით.
შპს Iberia Food Company, რომელიც ქეიეფსის ბრენდით 2013 წლის მაისიდან ოპერირებს. კომპანიის 100% ოთარი ქათამაძე ფლობს.
შპს ხარება მაკშაურმას ბრენდით, 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანის 100% რამაზ ხარებავა ფლობს.
შპს თ და კ რესტორნები მაკდონალდსის ბრენდით 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 90% თემურ ჭყონია ფლობს, ხოლო 10% თენგიზ კაპანაძე.
შპს კიოსკ ჯორჯია - ბრენდ დანკინით 2020 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 100% გლობალ ინვესტორს ლიმიტედი ფლობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.