ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდ წიგნების მაღაზიებს
საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი წიგნების სპეციაალიზირებული მაღაზიები ცნობილია (2022 წლის წინასწარი მონაცემები)
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 წიგნების მაღაზია გამოიკვეთა:
(მონაცემები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
საჯარო რეესტრის მონაცემებტ, შპს სანტა ესპერანსა 2005 წელს დაფუძნდა და 100%-ს თინათინ მამულაშვილი ფლობს.
შპს ბიბლუსი - 2008 წელს დაფუძნდა. წიგნის მაღაზიების ქსელს სამიმმფლობელი ჰყავს: გიორგი თევდორაშვილი, 10%; ირაკლი გაგნიძე 10% და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს პალიტრა ჰოლდინგი 80%.
შპს ჩემი წიგნი - 2017 წელს დაფუძნდა და მის 100% გურამ ბარბაქაძე ფლობს.
შპს მკითხველი - 2015 წელს დაფუძნდა, კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს - მედეა ზაუტაშვილი - 50% და თეონა მჟავანაძე - 50%.
შპს წიგნის სამყარო პრინტი - 2008 წელს დაფუძნდა. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს - მაია გიორგაძე -50% და ზვიად სებისკვერაძე 50%.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.