ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვს მიხედვით ტექსტილის მწარმოებელ TOP-5 საწარმოს - რეიტინგი
საქართველოში ბრუნვის მიხედვით ტექსტილის წარმოებაში ყველაზე დიდი კომპანიები ცნობილია (2023 წლის წინასწარი მონაცემები)
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 ტექსტილის კომპანია გამოიკვეთა:
ვინ არიან კომპანიის მფლობელები:
შპს მურად ტექსტილი - 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს სახადდინ გარაევი ფლობს. მასვე უკავია დიქრექტორის პოზიცია.
შპს აჭარა სამეტ ტექსტილი - 2019 წელს დაფუძნდა. 100%-იანი წლის მესაკუთრეა თურქეთის მოქალაქე უმიტ აჯემოღულლარი.
შპს ნიდო - 2014 წელს დაფუძნდა. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს - გიორგი შენგელია - 80%; ლევანი შენგელია - 20%.
შპს დიო - 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიას 3 მესაკუთრე ჰყავს - ირმა დაუშვილი - 46%; თამაზ დაუშვილი - 36%; თამარ დაუშვილი - 18%.
შპს GEOFIBRE - კომპანია 2008 წელს დაფუძნდა. რომლის 100%-საც სააქციო საზოგადოება ბეტარექს მეტალიზე იფლიქ ვე ამბალაჟ სანაი ფლობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.