ვინ ფლობს საქართველოში ღვინის მწარმოებელ TOP 10 საწარმოს
საქართველოში ყურძნის ღვინის მწარმოებელი ტოპ 10 საწარმო ცნობილია.
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თაანახმად წარმოების მოცულობის მიხედვით, 2021 წელს შემდეგი 10 საწარმო გამოიკვეთა:
(რეიტინგი არ არის დალაგებული თანმიმდევრობით)
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია შპს GVMT Group-ის 100% ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს და რუსეთის ფედერაციის პასპორტს ფლობს.
კომპანია შპს გრუზვინპრომის 100% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Bolero & Company ფლობს, რომლის 100% ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის, რომელიც ასევე შპს GVMT Group-ის 100%-ს ფლობს.
სააქციო საზოგადოება „ბადაგონის“ თავმჯდომარე/წევრი: გიორგი სალაყაია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გერმანე შენგელია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრია: ელისაბედ ბაგრატიონი, წევრი: ვალერიან გორგილაძე და ქეთევან ჯაველიძე,
შპს Bolero & Company-ის 100%-ის მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი.
შპს კორპორაცია ქართული ღვინოს - 100% დიმიტრი ნოზაძე ფლობს.
სს თბილღვინოს აღმასრულებელი დირექტორია - ზურაბ მარგველაშვილი, ერთპიროვნული პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი. განთავსებული კაპიტალი 843 708 ლარია.
სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა - თავმჯდომარე/წევრი: დავით დუგლაძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ალექსანდრე ივანიშვილი, წევრი: ეკატერინე დუგლაძე, დირექტორი - გოჩა გიოშვილი.
შპს ქართული ღვინის სახლს ოთხი მფლობელ ჰყავს - კახა ცისკარიშვილი 50.00000000% , პაატა კიკილაშვილი 25.00000000%, შალვა კიკილაშვილი 12.50000000%, თამარ წერეთელი 12.50000000%.
შპს ასკანელი ძმები - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი - 45%; გოჩა ჩხაიძე, ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 55%. თავის მხრივ ასკანელი ვაინერი & დისტილერის 100% კვლავ გოჩა ჩხაიძე ფლობს.
საქსტატისვე მონაცემებით, 2021 წელს საქართვეოში 2021 წელს ღვინისა და ღვინომასალის წარმოებამ 11 961.7 ათასი დეკალიტრი შეადგინა. მიღებული პროდუქციის ღირებულება 870 159.7 ლარი იყო.
2022 წელს ღვინისა და ღვინომასალის წარმოებამ 11 910.1 ათასი დეკალიტრი შეადგინა. მიღებული პროდუქციის ღირებულება 935 615.1 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
სილქნეტი "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
07.07.2026.17:05
სილქნეტის მიერ დაფუძნებული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ აგრძელებს ვეტერანების და სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას. იანვრიდან დღემდე ფონდმა 60-მდე ბენეფიციარს გაუწია დახმარება. მათ შორის იყო გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთ კლინიკებში, დაშავებული სამხედროების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, პროფესიული გადამზადების კურსების ორგანიზება, ასევე ბენეფიციართა ოჯახის წევრთა საგანმანათლებლო თუ სხვა საჭიროებებისთვის თანხების გამოყოფა.
2026 წელს ფონდში შემოწირულობებმა 561 000 ლარი შეადგინა. აქედან ბოლო ექვს თვეში 280 000 ლარი მოხმარდა 58 ბენეფიციარს, რომელთა შორის 13 ვეტერანი და 45 სამხედრო მოსამსახურეა.
დახმარებები გაიცა შემდეგ კატეგორიებში:
1. გადაუდებელი ოპერაციები 64 677 ლარი
2. 50% თანადაფინანსება 106 160 ლარი
3. სამედიცინო მომსახურება 36 030 ლარი
4. მედიკამენტები 6 925 ლარი
5. შვილების დახმარება 31 314 ლარი
6. მეუღლეების დახმარება 21 677 ლარი
7. პროფესიული გადამზადება 11 821 ლარი
8. ადაპტაცია 987 ლარი
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს სილქნეტის ინიციატივით დაარსდა. კომპანია ფონდის მთავარი დონორი გახდა, რითაც მხარდაჭერა გამოუ-ცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ დაშავებულ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. ფონდის შემომწირველები ასევე გახდნენ ფიზიკური პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი.
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” იმ ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას იზიარებს, სადაც მებრძოლთა და ვეტერანთა მხარდაჭერის პრაქტიკა არსებობს. ფონდის საქმიანობა გამჭვირვალეა. მისი ფინანსური და წლიური ანგარიშები ფონდის ვებ გვერდზეა განთავსებული.
დონაციის მსურველებისთვისშექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების თანადგომა. ვეტერანებისა და სამხედროების მხარდასაჭერად ტრადიციულად იმართება საქველმოქმედო გარბენი, რომელიც საზოგადოების ჩართულობას და ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!