მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვინ ფლობს საქართველოში ნაყინის მწარმოებელ TOP 5 კომპანიას

news image
mbc image

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი ნაყინის მწარმოებელი კომპანია ცნობილია. (2022 წლის წინასწარი მონაცემები) 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 ნაყინის მწაარმოებელი კომპანია გამოიკვეთა: 

  • შპს ლიდერი XXI - ნაყინის ბრენდი „ლიდერი“ 
  • შპს 4 ბროს -  ნაყინის ბრენდი „პინგო“
  • შპს ჯი და ჯი ქოოფერეიშენ -  ნაყინის ბრენდი „ლუკა პოლარე“
  • შპს აისი - ნაყინის ბრენდი „გურჯაანის ნაყინი“
  • შპს ქართუ-უნივერსალი - ნაყინის ბრენდი „თოლია“

(ობიექტები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს ლიდერი XXI 2006 წელს დაფუძნდა, კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს - ტარიელ კახიძე - 50% და დავით კაშია - 50%.

შპს 4 ბროს, რომელიც ნაყინის მწარმოებელთა TOP 5-შია, 2014 წელს დაფუძნდა. კომპანიას პარტნიორთა კრება მართავს, ხოლო საწარმოს გიორგი გელაშვილი ხელმძღვანელობს. 

შპს ჯი და ჯი ქოოფერეიშენ - 2008 წელს დაფუძნდა, კომპანიის 100%-ს სიმონ გროსი ფლობს, რომელიც გერმანიის მოქალაქეა. კომპანია ნაყინს „ლუკა პოლარეს“ ბრენდის ქვეშ ყიდის. 

შპს აისი 1998 წელს დაფუძნდა. კომპანიას 4 მესაკუთრე ჰყავს - გია ღვინიაშვილი - 20% ივანე გარსევანიშვილი -  20%, ჰამლეტი ყაზარაშვილი 20%; გურამი ბერიკაშვილი -40%. 

შპს ქართუ-უნივერსალი 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს:  თავმჯდომარე/წევრი: გიორგი თოფაძე, წევრი: გიორგი თედორაძე, წევრი: გიორგი ჭყონია, წევრი: გიორგი თოფაძე, წევრი: ლევან კავლელიშვილი,  წევრი: ირაკლი თოფაძე. კომპანიის დირექტორია - გიორგი ჭყონია. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა