მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვინ ფლობს TOP-5 ექსპორტიორ კომპანიას, რომელსაც რუსეთში ყველაზე მეტი პროდუქტი გააქვს

news image
mbc image

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2023 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 ექსპორტიორი კომპანია გამოიკვეთა, რომელთაც რუსეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გააქვთ.

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი - ბრენდი ბორჯომი;
  • სს ბადაგონი - ბრენდი ბადაგონი;
  • სს ლომისი - ბრენდი ლომისი;
  • შპს ასკანელი ძმები - ბრენდი ასკანელი ძმები;
  • შპს ლოადს - მინერალური წყალი. 

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ვინ არიან კომპანიის მფლობელები: 

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი 1997 წელს დაფუძნდა, რომელსაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება IDS Borjomi Beverages Co.N.V.,(70172 /ნიდერლანდების ანტილის კუნძულები/, კურასაო, 05.05.1995) ფლობს. კომპანის დირექტორია ივანე მაჭავარიანი. 

სს ბადაგონი - 2003 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს - ტავმჯდომარე გიორგი სალაყაია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გერმანე შენგელია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ელისაბედ ბაგრატიონი, წევრი: ვალერიან გორგილაძე, წევრი: ქეთევან ჯაველიძე. 

სს ლომისი - 1997 წელს დაფუძნდა. მმართველობითი ორგანო: თავმჯდომარე/წევრი: ჯან ჩაქა, /თურქეთი/   თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გოქჩე იანასმაიან, /თურქეთი/ წევრი: ილდირაი ეფილ,  /თურქეთი/     წევრი: ბანუ ფატმა ართუზი /თურქეთი/. დირექტორი: ველი დინჩელ /თურქეთი/

შპს ასკანელი ძმები - 1998 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს.  თავმჯდომარე/წევრი: ჯიმშერ ჩხაიძე, წევრი: ბესიკი კევლიშვილი, წევრი: ნატალია სტროგონოვა, /რუსეთის ფედერაცია/  წევრი: გოჩა ჩხაიძე, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ დირექტორატი ხელმძღვანელობა/დირექტორი - ირაკლი უგლავა.

შპს ლოადს - 2019 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% მალხაზი კიკაბიძე ფლობს და კომპანიის დირექტორის თანამდებობასაც ის იკავებს. 

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 052.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 48.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.6 პროცენტით შემცირდა და 1 473.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამ პერიოდში  ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.3 % შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი ($266.6 მლნ.), ჩინეთი ($197.8 მლნ.) და თურქეთი ($188.2 მლნ.).

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 6 თვეში, ტოპ პარტნიორი ჩინეთი იყო 20%-იანი წილით. მაშინ როდესაც რუსეთს 11.9% ჰქონდა. წელს კი რუსეთის წილი 18.1%-მდე გაიზარდა, ხოლო ჩინეთის 13.4%-მდე შემცირდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა