ვინ ფლობს TOP 5 კომპანიას, რომელიც საცალო ბაზარზე კოსმეტიკითა და პარფიუმით ვაჭრობს
Business Insider Georgia-თვის საქსტატის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ბრუნვის მიხედვით გამოიკვეთა TOP 5 კომპანია, რომელიც საცალო ბაზარზე კოსმეტიკითა და პარფიუმით ვაჭრობს.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს ეივონ კოსმეტიკს საქართველო - 2008 წელს დაფუძნდა, რომლის 100%-საც ნიდერლანდებში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ეივონ ნეზერლენდს ჰოლდინგს“-ი ფლობს.
შპს პრესტიჟი - 2004 წელს დაფუძნდა. კომპანიას ოთხი მფლობელი ჰყავს - დავით მედულაშვილი/საფრანგეთის მოქალაქე -25%; პაატა გიგაური - 25%, გიორგი მედულაშვილ - 25% და ნინო ალიბეგაშვილი- 25%.
შპს ივერია ფრანსი - 2004 წელს დაფუძნდა. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს - ლერი ფხაკაძე - 60% და გოჩა ჯიხვაშვილი - 40%.
შპს ნავნე - 2011 წელს დაფუძნდა. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს დავით გიგაური- 50% და ეკატერინე ნადირაძე, 50%.
შპს ორიფლეიმ ჯორჯია - 2000 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% ნიდერლანდებში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ორიფლეიმ ჰოლდინგზ ბ. ვ. ფლობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.