ვინ გამოიყენებს „ჭკვიან“ ყუთებს, რომლებსაც Eximcrop-ი საქართველოში შემოიტანს
კომპანია Eximcrop-ი საქართველოში კიდევ ერთი სიახლის დანერგვას გეგმავს. როგორ Business Insider Georgia-ს კომპანია Eximcrop-ის წარმომადგენელმა ვახტანგ გოგალაძემ განუცხადა, საქართველოში სურსათით ვაჭრობის სეგმენტში რითეილსა და დისტრიბუციაში ციფრული ყუთების სისტემის დანერგვა იგეგმება.
„რეგიონში პირველად ხილის იმპორტი „ჭკვიანი ყუთებით“ განხორციელდება. ჩვენ პირველები ვართ, ვინც ამას ვნერგავთ. „ჭკვიანი“ ყუთების სერვისი საშუალებას იძლევა ზუსტად მოხდეს დათვლა სად და რამდენი პროდუქციაა საწყობიდან მაღაზიებში, რესტორნებში და სხვა საცალო გაყიდვების ცენტრებში გადანაწილებული. ამის დათვლას ახდენს სპეციალური აკუსტიკური სკანერები ყუთში ჩამონტაჟებული ჩიპის მეშვეობით.
მაგალითად შესაძლებელია წამში 3000 ყუთის დათვლა და აღრიცხვა პროდუქტების მიხედვით. ასე, რომ ჩვენი ყუთების გამოყენება ზრდის ფრეშ პროდუქციის ბრუნვის სისწრაფეს, ხარისხსა და ნულამდე ამცირებს დანაკარგს და რაც მთავარია ამ ყუთების შეძენა არ არის აუცილებელი.
კომპანია დამკვეთს შეუქმნის და გაუმართავს ყუთების პარკს და გადასცემს გრძელვადიანი იჯარით“, - ამბობს ვახტანგ გოგალაძე.
მისივე თქმით, ეს სერვისი საკმაოდ განვითარებულია ევროპასა და ამერიკაში. „ამ სერვისს იყენებენ რითეილსა და ვაჭრობაში. ასევე არის მრავალჯერადად გამოყენებადი ტარა, რომელიც განსაზღვრულია „მწვანე ეკონომიკისთვის“. 2025 წლისთვის ევროკავშირის მიზანია მთლიანად ამოიღოს ერთჯერადი ტარა“.
ვახტანგ გოგალაძე ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე „ჭკვიან“ ყუთებზე მოთხოვნა არის.
„ჩვენ ვუწევთ კონსულტაციას რამდენიმე ქსელს საქართველოში, რომელთა დანაკარგებიც „ფრეშ კატეგორიაში“ დიდია. ხოლო „ჭკვიანი“ ყუთების გამოყენების შედეგად ეს 0-მდე დადის. დანაკარგი 3-5%-მდეა, როცა ბრუნვა 10 მილიონამდეა, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
ამ ყუთების გამოყენება მოხდება შიდა რითეილში, რომ პროდუქცია ფერმერიდან სავაჭრო ქსელამდე მივიდეს. ყუთების შემოტანა ხდება ესტონეთიდან. საქართველო რეგიონში პირველია. ვგეგმავთ ყუთების შეტანას სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში“, - ამბობს გოგალაძე.
პროექტი საპილოტოა და პირველ ეტაპზე Eximcrop-ი 20 ათას „ჭკვიან“ ყუთს შემოიტანს, რომელთა რაოდენობაც100 000-მდე გაიზრდება, საბოლოო ჯამში კი 2 000 000 ერთეულს მიაღწევს.
სხვა სიახლეები
მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
28.11.2026.14:01
თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.
30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით
30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.
ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.
ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.
30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.
30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.
აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.