ვინც დაასწრებს, იმისია - „გორგიაში“ შავი პარასკევი გრძელდება
გორგიაში 26 ნოემბრის ჩათვლით 70%-მდე ფასდაკლება დაგხვდებათ. ყველაზე იაფ ჰიმერმარკეტში სასურველ პროდუქციას კიდევ უფრო დაბალ ფასად შეიძენთ და თან ამისთვის კიდევ რამდენიმე დღე გრჩებათ.
ფასდაკლებები სექციების მიხედვით ასე გადანაწილდა:
ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!
ეს, რა თქმა უნდა, შეთავაზებების მცირე ჩამონათვალია. გაითვალისწინეთ, რომ აქცია ვრცელდება როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ ჰიპერმარკეტშიც - www.gorgia.ge-ზე და პროდუქციას მოგიტანთ სასურველ მისამართზე.
წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა არ შეგაშინოთ, დიდუბის ფილიალში მოსვლას მარტივი გზითაც შეძლებთ- მარცხენა სანაპიროდან, მირცხულავას ქუჩით.
შეგახსენებთ, რომ გორგია არის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი საქართველოში - წარმოდგენილია რვა ქალაქში თერთმეტი ფილიალით და არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც საკუთარ პროდუქციას ევროკავშირსაც სთავაზობს.
რასაც მოასწრებ შენია, რასც ვერა, დაკარგულია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.