მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვინც ერთხელ გამოცდის mobineX-ის მომსახურებას, ის აუცილებლად ბრუნდება ჩვენთან - ინტერვიუ კომპანიის თანადამფუძნებელთან

news image
mbc image

როგორ მუშაობს mobineX - პირველი ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც 2022 წლიდან ბრიტანეთში საქმიანობს და რა გეგმები აქვს კომპანიას საქართველოში, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia mobineX-ის თანადამფუძნებელსა და მმართველ პარტნიორ მარიამ კაკაბაძეს ესაუბრა:

mobineX - პირველი ქართული მობილური ოპერატორი, შეიქმნა და ფუნქციონირებს 2022 წლიდან ბრიტანეთში. რას სთავაზობთ მომხმარებელს საქართველოში და რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

mobineX-ი არის პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში, რომელიც 2022 წლიდან აბონენტებს სთავაზობს სრულ მობილურ სატელეფონო მომსახურებას ბრიტანეთში, ვგულისხმობ ზარებს, SMS-ებსა და მობილურ ინტერნეტს. ჩვენ გვყავს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები, რომლებთან კოლაბორაციამაც საშუალება მოგვცა გაგვეფართოებინა მომსახურების არეალი და 2023 წლის ივნისიდან დაგვეწყო ოპერირება ქართულ ბაზარზე mobineX Travel SIM/eSIM-ის სახელით.

ჩვენ ვართ პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ქართველ მოგზაურებს საშუალება მისცა მოგზაურობისას ჰქონოდათ უსწრაფესი ინტერნეტი შეღავათიან ფასად. ოპერირების პირველ ეტაპზე გვქონდა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების დაფარვა და ფიზიკური SIM, დღეს კი ქართულ ბაზარზე ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც მოგზაურებს სთავაზობთ როგორც ფიზიკურ SIM ბარათებს, ისე ელექტრონულ ე.წ. eSIM-ებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ დავამატეთ მობილური აპლიკაციაც, რომლის საშუალებითაც მოგზაურობისას აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილში, მათ შორის ფიქსირებულ ქსელებზე. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი მომხმარებელზე ზრუნვის მენეჯერები 24/7-ზე ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში არიან მზად, დაეხმარონ ჩვენს აბონენტებს. ამით, ვფიქრობ კიდევ ერთხელ ვასრულებთ ჩვენი ბრენდის დაპირებას და ნამდვილად სულ ხაზზე ვართ.

გასული წლის მონაცემებს რომ შევადაროთ, 2024 წელს რა პროცენტით გაიზარდა თქვენი სერვისის მომხმარებელთა რაოდენობა?

ჩვენ შემთხვევაში წელი 2023 წლის ივნისიდან იწყება, რა დროსაც დავიწყეთ ოპერირება საქართველოში, დღეის მონაცემებით mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი ერთხელ მაინც გამოიყენა 50 000-ზე მეტმა აბონენტმა. ზოგადად ჩვენი ბიზნესი სპეციფიკურია ორი ძირითადი ნიშნით. სანამ მომხმარებლები ჩვენამდე მოვლენ, მანამდე მათ უნდა ჰქონდეთ სამოგზაურო ინტერნეტის გამოყენების საჭიროება - ანუ გეგმავდნენ მოგზაურობას, და მეორე - მათ უნდა ჰქონდეთ ზოგადად ინფორმაცია, რომ არსებობს სერვისი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, საკმაოდ ბიუჯეტურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იყვნენ სულ ხაზზე.

ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა, რომ როდესაც ადამიანი გეგმავს მოგზაურობას, თავდაპირველად მივაწოდოთ ინფორმაცია ზოგადად ამ სერვისის შესახებ და შემდგომ უკვე შევთავაზოთ მასზე მორგებული სერვისი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით გვიწევს საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე შედეგები ძალიან ოპტიმისტურია. ყოველდღიურად იზრდება ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა და გასაოცრად დიდია არსებული მომხმარებლების დაბრუნების პროცენტული მაჩვენებელი. მარტივად რომ გითხრათ, ვინც ერთხელ გამოცდის mobineX-ის მომსახურებას, ის აუცილებლად ბრუნდება ჩვენთან.

რა არის თქვენი მიზანი საქართველოს ბაზარზე და როგორ ახერხებთ მომხმარებლების რაოდენობის ზრდას?

ჩვენი მიზანია, ქართველ მოგზაურებს შევუქმნათ კომფორტული მოგზაურობის სრულიად ახალი გამოცდილება და ჩვენი სერვისით მივცეთ საშუალება, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იყვნენ სულ ხაზზე. რაც შეეხება მომხმარებლების ზრდას, გვაქვს საკმაოდ აქტიური მარკეტინგული კომუნიკაცია, ინტეგრირებულად ვიყენებთ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხს. გარდა სტანდარტული კომუნიკაციისა, ჩვენს ბრენდს აქვს საკმაოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, შესაბამისად სტანდარტული საიმიჯო კომუნიკაციის გარდა ვერთვებით სხვადასხვა პროექტსა თუ საზოგადო პროცესებში. მაგალითად, EURO2024-ის და ოლიმპიადის ფარგლებში ყველა გულშემატკივარს, ვინც მიდიოდა გერმანიასა და საფრანგეთში საჩუქრად გადავეცით 3GB ინტერნეტი და 90 წუთი სასაუბრო დრო, რათა დაუყოვნებლივ გაეზიარებინათ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით მიღებული დადებითი ემოციები.

რა სიახლეებს გეგმავთ 2024 წელს ზოგადად კომპანიაში და საქართველოსთან მიმართებით?

საკმაოდ აქტიური და გამოწვევებით სავსე პერიოდი გვაქვს, გარდა იმისა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ვგეგმავთ არაერთ უცხოურ ბაზარზე შესვლას სამოგზაურო ინტერნეტ მომსახურებით, ქართულ ბაზარზე ჩვენი წარმატებული ოპერირების შემდეგ გამოჩნდნენ სხვა კომპანიებიც, რომლებიც მსგავს სერვისს სთავაზობენ მომხმარებლებს, შესაბამისად, ეს გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, რომ ჩვენი სერვისები გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი, მუდმივად შევთავაზოთ ჩვენს აბონენტებს სიახლეები, მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება ჰიპოთეზურად გააქრონ საზღვრები და იყვნენ სულ ხაზზე. ბოლო სიახლე გვაქვს ის, რომ დავიწყეთ კამპანია “გააგრძელე ზაფხული” მიუხედავად იმისა, რომ კალენდარულად ზაფხული დასრულდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოგზაურობის სეზონი ჯერ არ დასრულებულა. სწორედ ამიტომ, ჩვენს Tik-Tok გვერდზე დავიწყეთ გათამაშება და 31 აგვისტოს გამოვავლინეთ გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად გადავეცით ორკაციანი რომაული არდადეგები, რათა “გააგრძელოს ზაფხული”.

ხომ არ გეგმავთ საქართველოში როგორც მობილური ოპერატორი ოპერირებას? თუ კი რა ეტაპზეა ეს პროცესი?

ამასთან დაკავშირებით ოფიციალური მოთხოვნა უკვე გაგზავნილი გვაქვს მაგთიკომთან, რომელსაც ვალდებულება აქვს მსურველის მომართვიდან 3 თვის ვადაში გამოაქვეყნოს კომისიასთან შეთანხმებული ოფერტა, ე.წ თანამშრომლობის პირობები. ზოგადად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2019 წლიდან გვაქვს მოლაპარაკებები საქართველოში არსებულ სამივე მობილურ ოპერატორთან, ხოლო ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული პროცესი ძალიან მალე უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. დამატებით გეტყვით, რომ mobineX-ი არის სატელეკომუნიკაციო კომპანია inexPHONE-ის შვილობილი. inexPHONE 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ფიქსირებული ქსელის ოპერატორი. mobineX-ის ბრიტანული პროექტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია სწორედ იყო ის, რომ მიგვეღო მობილურ ვირტუალურ ოპერატორად მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება, რასაც გამოვიყენებდით ქართულ ბაზარზე შემოსვლისას, ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ღირებული გამოცდილება დავაგროვეთ 2022 წლიდან დღემდე, შესაბამისად, მზად ვართ ეს ყოველივე მოვახმაროთ ქართული ტელეკომ ბაზრის განვითარებას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა