ვინც უნდა შეასრულოს პროექტი, დარწმუნებული ვარ, დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან - ილია წულაია $6 მილიარდიან ინვესტიციაზე
შეიძლება რამდენიმე ასეული ადამიანი შემოიყვანო კონკრეტულ მენეჯერულ პოზიციებზე საზღვარგარეთიდან, მაგრამ ვინც უნდა შეასრულოს პროექტი, დარწმუნებული ვარ, დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, - განაცხადა კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ 6 მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სხვანაირად კანონმდებლობაც არ უშვებს.
„ბუნებრივია, როდესაც ამხელა ინვესტიცია შემოდის, კონკურენციას გამოიწვევს ბაზარზე, უფრო მეტი დასაქმებული[იქნება], უფრო მეტი ხელფასი და ალბათ უძრავი ქონების ფასის ზრდასთან ერთად, როდესაც ამ პროექტის განხორციელება დაიწყება, სავარაუდოდ გაიზრდება მუშა-ხელის და ხელფასების ზრდაც, ამ სფეროში“, - აღნიშნა ილია წულაიამ.
საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, - თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.