ვის შემოჰყავს საქართველოში სპეციალური დანიშნულების ავტომობილები - TOP - 5 კომპანია
ვის შემოჰყავს საქართველოში სპეციალური დანიშნულების ავტომობილები? საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ბრუნვის მიხედვით TOP - 5 კომპანია გამოიკვეთა:
(კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ ფლობს კომპანიებს:
შპს თეგეტა ქომერშელ ვიიქლსი - 2021 წელს დარეგისტირდა. კომანიის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს თეგეტა მოტორსი ფლობს. კომპანიის დიექტორია - გიორგი ბაინდურაშვილი.
შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი - 2007 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თეგეტა მოტორსი ფლობს. კომპანიის დირექტორია გიორგი ბერიძე.
შპს ტავ ბათუმი ოფერეიშენსი - 2007 წელს დარეგისტრირდა. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს - სააქციო საზოგადოება თავ ჰავალიმანლარი ჰოლდინგი, რომელიც 76% ფლობს და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აეროზერ ინტერნეშენალ ჰოლდინგი, რომელიც 24%-ის მფლობელია.
შპს ჯი-თი გრუპი - 2005 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს - გიორგი თავდიშვილი - 33%, გიორგი გველესიანი -34%, თემურ უსტიაშვილი - 33%. დირექტორია თემურ უსტიაშვილი.
ჩაინა ჯეო-ინჯინერინგ ქორფორეიშენ უცხოური საწარმოს ფილიალი - 2017 წელს ჩაინა ჯეო-ინჯინერინგ ქორფორეიშენის მიერ დაფუძნდა. კომპანიის დირექტორია ჩინეთის მოქალაქე - ჩენგჟოუ ჰე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.