მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

Visa-სა და Mastercard-ის მონაწილეობით შექმნილმა კონსორციუმმა ახალი გლობალური სტეიბლკოინი წარადგინა

news image
mbc image

Visa-ს, Mastercard-ისა და Coinbase-ის მონაწილეობით შექმნილმა კონსორციუმმა ახალი ერთობლივი სტეიბლკოინი წარადგინა, რომლის მიზანიც ციფრული ტოკენების ფართო დანერგვის ხელშეწყობაა.

პროექტი, სახელწოდებით Open Standard, სტეიბლკოინების ქსელში 140-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. მისი ფარგლებში გამოიცემა აშშ დოლარზე მიბმული ახალი სტეიბლკოინი Open USD, რომლის ამოქმედებაც მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

„არსებულ სტეიბლკოინებს არაერთი ძლიერი მხარე აქვთ, თუმცა მათი ფართო მასშტაბით გამოსაყენებლად ბიზნესს სჭირდება ისეთი გადაწყვეტა, რომელიც იქნება ღია, მაღალი გამტარუნარიანობის, ფართოდ ხელმისაწვდომი და მათი ინტერესების შესაბამისი,“ - განაცხადა Open Standard-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაკ აბრამსმა.

მისი თქმით, პლატფორმა კომპანიებს საშუალებას მისცემს Open USD ყოველგვარი საკომისიოსა და მოცულობის შეზღუდვის გარეშე გამოუშვან და გამოისყიდონ, რაც მათ ოპერაციების ფართო მასშტაბით განვითარებაში დაეხმარება.

ამასთან, Open USD-ის უზრუნველსაყოფად შექმნილი სარეზერვო აქტივებიდან მიღებული შემოსავალი პროექტის პარტნიორებს შორის განაწილდება, ოპერაციული ხარჯების დასაფარად გათვალისწინებული მართვის საკომისიოს გამოკლებით.

სტეიბლკოინი წარმოადგენს ციფრულ ტოკენს, რომელიც შექმნილია სტაბილური ღირებულების შესანარჩუნებლად და უზრუნველყოფილია ტრადიციული ვალუტებით, როგორიცაა აშშ დოლარი ან ევრო.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო

27.10.2026.18:33

საქართველოს ბანკი Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში გამარჯვებული გახდა გლობალურ კატეგორიაში Best AI Application for Financial Inclusion and Underserved Communities.

ჯილდო უკავშირდება საქართველოს ბანკის პროექტს, რომლის მიზანიც თვითდასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. საქართველოში 800 000-ზე მეტი თვითდასაქმებულია, რაც ქვეყნის სამუშაო ძალის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მათ შორის არიან მასწავლებლები, დიასახლისები, ფერმერები და სხვა პირები, რომლებიც მანამდე საფინანსო სერვისებით სარგებლობისას სხვადასხვა ბარიერს ხვდებოდნენ.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ბანკმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეკოსისტემა შექმნა, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიკაციას, შემოსავლის შეფასებას, საკრედიტო ლიმიტის განსაზღვრასა და რისკების მართვას ერთიან პროცესში აერთიანებს. პროექტმა ფინანსური ინკლუზიის გაფართოებას სამი მიმართულებით შეუწყო ხელი:

• ფინანსურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდა ქალებს, რომლებიც მანამდე ფორმალური საფინანსო სისტემის მიღმა რჩებოდნენ;
• სერვისი ყველა არხსა და ფილიალში გავრცელდა. ამასთან, 787 ადგილობრივი წარმომადგენლის მეშვეობით მომსახურება 2 900 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი;
• ამასთანავე, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ და თვითდასაქმება შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა