მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

ვისაც ხელახალი რეგისტრაცია არ ექნება გავლილი, შევუზღუდავთ წვდომას ჩვენს სერვისებზე ორივე მიმართულებით - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი

news image
mbc image

1-ლი აპრილი საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან დგებუაძემ განაცხადა, 1 აპრილიდან რეგისტრაციის გარეშე კომპანიებს შეეზღუდებათ წვდომა საგადასახადო და საბაჟო სერვისებზე - ვერ შეძლებენ დეკლარაციების წარდგენას, გადახდას და საჭირო ინფორმაციის მიღებას, თუმცა რეგისტრაციის გავლით ხელმეორედ მათთვის ყველა სერვისი ხელმისაწვდომი გახდება.
„დავაზუსტოთ რომ ეს ეხება მხოლოდ იურიდიულ პირებს, არავითარ შემთხვევაში ინდივიდუალურ მეწარმეებს და 1 აპრილიდან შეეზღუდებათ უკვე საგადასახადო მათ შორის ოპერაციებში მონაწილეობა. აქ იგულისხმება ნებისმიერი იქნება ეს საგადასახადო თუ საბაჟო მიმართულებით ოპერაციები. რას ნიშნავს? რომ ვისაც არ ექნება ხელახალი რეგისტრაცია გავლილი, ჩვენ შევუზღუდავთ მათ წვდომას ჩვენს სერვისებზე ორივე მიმართულებით. ვერ წარადგენენ დეკლარაციებს, ვერ განახორციელებენ გადახდას, ვერ მოითხოვენ სერვისებს, ცნობებს, სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომას ვიდრე არ გაივლიან ხელახალ რეგისტრაციას. თუ გაივლიან ხელახალ რეგისტრაციას რა თქმა უნდა აღუდგებათ ამ პროცესის გავლისთანავე. რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობა, რომ დროულად მიმართონ ამ პროცესებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეუფერხდებათ საგადასახადო და საბაჟო მომსახურებებზე წვდომა“, - აღნიშნა ლევან დგებუაძემ.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ალგადი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა

23.10.2026.10:28

საქართველოს ბანკის ინიციატივას „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა. კომპანია პარტნიორობას პარალიმპიელ სპორტსმენ ანა ჯაფარიძესთან იწყებს.

კამპანიას - „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ პარალიმპიელი სპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი საქართველოს ბანკისა და შემოქმედებითი სააგენტო Art & Qopy-ს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ბიზნესსექტორს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ პარასპორტსმენების მხარდაჭერაში, რათა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.

“პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერა, ჩვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ორგანული ნაწილია. გვჯერა, რომ კერძო სექტორის ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს თანაბარი შესაძლებლობების შექმნასა და პარაოლიმპიური მოძრაობის გაძლიერებაში. ასეთი მასშტაბური ინიციატივების მხარდაჭერით, გვსურს, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიური გარემოს განვითარებასა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. როგორც კომპანიას, ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი გარემოს შექმნაში, რომელშიც მიზნისკენ მშვიდი გონებით სვლა და შეუპოვრობა სათანადოდ არის დაფასებული. გვჯერა, რომ საიმედო პარტნიორობით ნებისმიერი მასშტაბური მიზნის მიღწევა შესაძლებელია,” - ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი;

პარალიმპიელი ჩემპიონები მზად არიან, ახლა ბრენდების ჯერია

კამპანიის ვიზუალური კონცეფცია უჩვეულო და სიმბოლურია: პარალიმპიელების ფოტოსესია ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა ფოტოებზე პროდუქტებისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელია. ბრენდების ნაცვლად, კადრში ჩნდება მთავარი შეკითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“.

ეს ინიციატივა ერთგვარი მოწვევა და გამოწვევაა ქართული ბიზნესისთვის - შეავსონ ეს ცარიელი ადგილები და დაიწყონ პარტნიორობა პარასპორტსმენებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ და მედლებსაც მოიპოვებენ. კამპანიაში უკვე 20 მდე კომპანიაა ჩართული, თუმცა თავისუფალი სივრცეები კვლავ რჩება. ახლა მთავარი კითხვაა — კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა