მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

Visionary Tbilisi - ბრენდი, რომელმაც luxury eyewear კულტურას საქართველოში ახალი ფორმა მისცა

news image
mbc image

Visionary Tbilisi პრემიუმ eyewear სივრცეა, რომელიც 2025 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ფოკუსირებულია ლუქს და კოლექციურ სათვალეებზე. პრემიუმ eyewear კულტურაზე, თანამედროვე luxury ტენდენციებსა და იმ ცვლილებებზე, რომლებიც ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე გამოიკვეთა, Business Insider Georgia Visionary Tbilisi-ის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და CEO-ს, მარიამ დოლიძეს ესაუბრა.

Visionary Tbilisi საკმაოდ განსხვავებული კონცეფციით ოპერირებს ქართულ ბაზარზე - როგორ დაიბადა ბრენდის ისტორია და რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი სპეციფიკა?

Visionary Tbilisi შეიქმნა იდეით, რომ სათვალე მხოლოდ პრაქტიკული ნივთი არ არის - ის ადამიანის იდენტობის, სტილისა და თვითგამოხატვის ნაწილია.

გვინდოდა საქართველოში შეგვექმნა სივრცე, სადაც ადამიანი სათვალეს ისე აირჩევდა, როგორც საათს, სამკაულს ან ხელოვნების ნიმუშს.

თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა კონცეფცია, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნებოდა ტრადიციული ოპტიკებისგან. ჩვენთვის მთავარი არასოდეს ყოფილა მასობრივი გაყიდვები ან აგრესიული მარკეტინგი. პირიქით, Visionary თავიდანვე შეიქმნა პრინციპით „if you know, you know“.

ჩვენ არ ვართ ყველგან წარმოდგენილები - დღეს Visionary-ის ძირითადი ფიზიკური სივრცე Boygars-შია, ხოლო HILLS წარმოდგენილია Drops By Boygars-ის სივრცეში. ადამიანი, ვისთვისაც სათვალე უბრალოდ აქსესუარი არ არის და მისთვის ინდივიდუალიზმის გამოხატულებაა, საბოლოოდ აუცილებლად გვპოულობს.

თავიდან ბევრს უჭირდა დაეჯერებინა, რომ საქართველოში არსებობდა აუდიტორია, რომელიც სათვალეში რამდენიმე ათასი დოლარის გადახდას გადაწყვეტდა. თუმცა ძალიან სწრაფად გამოჩნდა, რომ ადამიანებს უნდათ არა უბრალოდ ბრენდი, არამედ უნიკალური ნივთი, რომელსაც ისტორია, ხარისხი და ღირებულება აქვს.

დღეს უკვე აშკარაა, რომ luxury eyewear ბევრისთვის უბრალოდ ნივთი აღარ არის - ეს არის ინვესტიცია, საკოლექციო ნამუშევარი და პიროვნული სტილის ნაწილი.
რა ტიპის პროდუქციისა და საერთაშორისო ბრენდების ერთიანობას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს და რა კრიტერიუმებით არჩევთ პარტნიორ ბრენდებს?

Visionary Tbilisi აერთიანებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და იშვიათ eyewear ბრენდებს, რომლებიც გამოირჩევიან craftsmanship-ით, შეზღუდული გამოშვებებითა და ძლიერი იდენტობით.

მაგალითად, Jacques Marie Mage დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და საკოლექციო eyewear ბრენდად ითვლება. ბრენდი 2014 წელს ლოს-ანჯელესში დააარსა ფრანგმა დიზაინერმა Jérôme Mage-მა, რომელმაც ამერიკული კულტურა, ფრანგული ესთეტიკა და იაპონური craftsmanship გააერთიანა.

JMM-ის პრაქტიკულად ყველა მოდელი ლიმიტირებული წარმოებისაა, დანომრილია და მცირე რაოდენობით გამოდის - ხშირად მხოლოდ 150, 300 ან 500 ცალი მსოფლიო მასშტაბით. არსებობს მოდელებიც, რომლებიც ფაქტობრივად ერთეულ ნამუშევრებს წარმოადგენს.

ბრენდის სათვალეებს ატარებენ Brad Pitt, Jacob Elordi, Charles Leclerc, Rihanna, Timothée Chalamet, Jeff Goldblum, Beyoncé, Drake და David Beckham.

ხშირად ხდება, რომ კონკრეტული Jacques Marie Mage მოდელი მსოფლიო მასშტაბით სრულად იყიდება რამდენიმე წუთში და მისი მოპოვება თითქმის შეუძლებელი ხდება.

ჩვენ რეგულარულად დავდივართ მილანსა და პარიზში ბრენდებთან შესახვედრად, ახალი კოლექციებისა და მოდელების შესარჩევად. ბევრი შეკვეთის მიღებას თვეები სჭირდება, ზოგჯერ წელიწადიც.

ეს სფერო დიდწილად ნდობასა და ურთიერთობებზე დგას. წლების განმავლობაში შევქმენით ძლიერი კავშირები ბრენდებთან და დღეს Visionary პრაქტიკულად ერთადერთი fashion retailer-ია რეგიონში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელსაც ასეთ ბრენდებთან პირდაპირი ურთიერთობები და წვდომა აქვს.

DITA ცნობილია უმაღლესი ხარისხის ტიტანითა და იაპონური წარმოებით. SATO გამოირჩევა იაპონური ესთეტიკითა და არქიტექტურული ფორმებით, ხოლო T HENRI - ექსკლუზიურობითა და ხელით დამუშავებული დეტალებით.

ასევე წარმოდგენილია HILLS - შედარებით უფრო ხელმისაწვდომი, თუმცა ძალიან მაღალი ხარისხისა და გამორჩეული დიზაინის მქონე eyewear ბრენდი, რომელიც საქართველოში Drops By Boygars-ის სივრცეშია წარმოდგენილი.

ასევე ძალიან საინტერესოა ის ცვლილება, რაც ბოლო წლებში ზოგადად eyewear ინდუსტრიაში ხდება. niche eyewear კულტურა ახალი არ არის - ბრენდები, როგორიცაა MOSCOT, Cutler and Gross ან Oliver Peoples, უკვე ათწლეულებია არსებობენ.

თუმცა დღეს სულ უფრო მეტად ჩნდება დამოუკიდებელი eyewear houses და სპეციალიზებული ბრენდები, რომლებიც მთლიანად ამ მიმართულებაზე არიან კონცენტრირებულები. ბევრი მათგანი მიზანმიმართულად არ მუშაობს მასობრივ დისტრიბუციაზე - ისინი ფრთხილად არჩევენ პარტნიორებს, აკონტროლებენ stock-ს და ინარჩუნებენ rarity-სა და craftsmanship-ს.

სწორედ ამიტომ გახდა ასეთი მოთხოვნადი დამოუკიდებელი eyewear houses, როგორიცაა Jacques Marie Mage, DITA და სხვა niche ბრენდები.

როგორ შეაფასებდით საქართველოში პრემიუმ eyewear სეგმენტს და როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბოლო პერიოდში?

ბოლო წლებში საქართველოში ძალიან საინტერესო ცვლილება დავინახეთ. შეიცვალა არა მხოლოდ გემოვნება, არამედ ზოგადად ხარჯვის კულტურა.

ვფიქრობთ, თბილისში ჩამოყალიბდა აუდიტორია, რომელიც უფრო მეტად აფასებს დიზაინს, არქიტექტურას, fashion culture-სა და craftsmanship-ს.

ადრე luxury ბევრისთვის მხოლოდ ლოგოსთან ასოცირდებოდა, დღეს კი ადამიანები ნაკლებად ყიდულობენ უბრალოდ ბრენდს და უფრო მეტად ეძებენ ნივთს, რომელსაც ხასიათი, ისტორია და ხანგრძლივი ღირებულება აქვს.

სწორედ ამიტომ გაიზარდა ინტერესი ისეთი ბრენდების მიმართ, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და რომელთა მოპოვებაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშიც კი რთულია.

დღეს ადამიანები ფულს უფრო გააზრებულად ხარჯავენ - მათ უნდათ ინვესტიცია გააკეთონ ნივთში, რომელსაც ექნება ისტორია, ხარისხი და ემოციური ღირებულება.

ასევე საინტერესო იყო იმის დანახვა, რომ რეალურად ჩვენ არ ვართ პირდაპირ კონკურენციაში მასობრივ eyewear ბრენდებთან. Visionary-ის მომხმარებელი სხვა რამეს ეძებს - იშვიათობას, craftsmanship-ს, ისტორიას, ინდივიდუალიზმს და იმ განცდას, რომ მის მიერ არჩეული ნივთი უნიკალურია.

რა არის Visionary Tbilisi-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა და რა გამოარჩევს ბრენდს ბაზარზე?

ჩვენი მთავარი განსხვავება არის კურაცია და ფილოსოფია.

Visionary არ ცდილობს იყოს ყველასთვის. ჩვენ არ ვმუშაობთ აგრესიული მარკეტინგით და არ გვაქვს მიზანი ვიყოთ მასობრივი. ჩვენი ბრენდებიც სწორედ ასეთ პრინციპებზე დგანან - ისინი არ ქმნიან პროდუქტს ყველასთვის, არამედ ადამიანებისთვის, ვინც აფასებს დიზაინს, craftsmanship-სა და ინდივიდუალიზმს.

სწორედ ამიტომ ჩვენი აუდიტორია ძალიან ორგანულად ყალიბდება. ადამიანი, ვინც ასეთ ნივთებს ეძებს, საბოლოოდ მაინც გვპოულობს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია Boygars-თან თანამშრომლობა, რადგან ეს სივრცე იდეალურად ეხმიანება Visionary-ის ესთეტიკასა და მომხმარებლის გამოცდილებას.

რა მიმართულებებზე მუშაობთ ამ ეტაპზე და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

ამ ეტაპზე Visionary აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებაზე, ბრენდების გაფართოებაზე და საქართველოში eyewear კულტურის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

ჩვენ გვინდა Visionary ეტაპობრივად გადაიქცეს არა მხოლოდ eyewear მიმართულებად, არამედ თანამედროვე luxury lifestyle პლატფორმად, რომელიც აერთიანებს დიზაინს, მოდას, კულტურასა და ესთეტიკას.

სამომავლოდ ვგეგმავთ ახალი ფორმატების შექმნას, განსაკუთრებულ კოლაბორაციებსა და საერთაშორისო მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურ განვითარებას.

ჩვენი მიზანია Visionary Tbilisi გახდეს ადგილი, რომელიც რეგიონში luxury eyewear კულტურის ერთ-ერთ მთავარ სახელად აღიქმება - სივრცე, სადაც თითოეული ნივთი ისტორიას, ხასიათსა და ინდივიდუალიზმს ატარებს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გოჩა კამკია „ამბასადორის ავიაციის სოფლის” შესახებ | მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარიამს, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უდიდესი მხარდაჭერისთვის - ვინაიდან, ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა ამ ადგილის სერტიფიცირება, დოკუმენტების გამართვა და ჩვენ ვუზრუნველყავით ის, რომ საქართველო დატანილი ყოფილიყო მსოფლიოს კერძო აეროდრომების რუკაზე და შედეგმაც არ დააყოვნა

15.09.2026.16:07

„ამბასადორი ჯგუფი” გაზაფხულზე 5 - ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას გეგმავს ბათუმში, - ამის შესახებ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ამბასადორის“ ავიაციის სოფლის განვითარება, ეს არის ჩვენი ჯგუფის, „ამბასადორი“ ჯგუფის მიერ 2024 წლიდან ბიზნესის კეთების კულტურის განვითარების შედეგი, შეიძლება ითქვას, ვინაიდან ამ პერიოდში, მოგეხსენებათ, ძალიან ტრენდული იყო უცხოური, ბრენდული სასტუმროების აშენება საქართველოში, მაგრამ ჩვენი კომპანიის დამფუძნებლის, ბატონი ბუბას, მიერ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომ შეგვექმნა ბრენდი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნებოდა ქართული, ქართული ხაზის გამტარებელი, ქართულ კულტურასთან ასოცირებული და, რაც მთავარია, მაღალმსყიდველუნარიან ვიზიტორებზე ორიენტირებული, ამასთანავე, რა თქმა უნდა, საყოველთაო მოხმარების.

სწორედ ეს იყო „ამბასადორი“ სასტუმრო, რომელიც გაიხსნა თბილისში, ამას მოყვა საქართველოში გოლფის კულტურის შემოყვანა და განვითარება, რაც გაშენდა „კაჭრეთის ამბასადორში“ და ეს არის ყველასათვის უსაყვარლესი დასასვენებელი ადგილი დღეს. შემდეგში ჩვენ განვავითარეთ გოდერძის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები და ახლა გაზაფხულზე აგრეთვე ვგეგმავთ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას ბათუმში, რომელიც იქნება გამორჩეული და პირველად შეიქმნება ასეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც პირდაპირ სხვა დასასვენებელ უმაღლეს წერტილებთან ერთად ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი ვერტოდრომი მოეწყობა და შემდეგი, რა თქმა უნდა, იყო „ამბასადორი აილენდი“ და შემდეგ უკვე მოვიდა დრო ბრენდის მიერ განვითარებული სხვადასხვა რეგიონებში სინერგიის, ვინაიდან ჩვენ არ ვართ დედაქალაქში თავმოყრილი ბრენდი, ჩვენ ვართ საქართველოს რეგიონებში გაშლილი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოითხოვს თავისებურ სინერგიას და სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომელსაც უკვე ხელმძღვანელობს, ბატონი ბუბას მხარდაჭერით, თორნიკე ქებურია.

რატომ არ შეიძლებოდა მოგვეწყო კერძო ავიადრომი საქართველოში. თავად ეს არის უნიკალური პროექტი, ვინაიდან მსგავსი პროექტების განვითარება დაიწყო შეერთებულ შტატებში, შემდეგ საფრანგეთში, ჰოლანდიაში და დღესაც კი მსგავსი ტიპის კონცეფციის განვითარება არ მომხდარა ირგვლივ რეგიონში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ ამ მხრივ განაცხადი და ეს სწორედ საქართველოში კეთდება ექსკლუზიურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის კილომეტრ 200-იანი ზოლი, სადაც შეუძლია ნებისმიერ კერძო ავიაციით დაინტერესებულ პირს მოიხმაროს და ის ღებულობს კერძო თვითმფრინავებს. აგრეთვე, აქ მოეწყობა 50-მდე ვილა და კერძო ანგარები და მფრინავს შეუძლია მის ირგვლივ მოიწყოს ყოველგვარი ინფრასტრუქტურა, რაც შეეხება საცხოვრებელს, გასაჩერებელს და აგრეთვე აფრენა-დაფრენის მომსახურებას.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მოცემულ შემთხვევაში სინთეზი გავაკეთეთ ინფრასტრუქტურის, პროფესიული ცოდნის და ბიზნესმოდელის, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ავიასოფელში აგრეთვე გაიხსნება სპეციალური სკოლა, რომელიც მოახდენს მომავალი პილოტების გადამზადება-სერტიფიცირებას. ვინაიდან საქართველოში არ არის ეს მიმართულება განვითარებული და ჩვენ გვინდა, რომ განათლების მიმართულება ამ მხრივ იყოს დამკვიდრებული, რათა პირველ რიგში კულტურა განვითარდეს საფრენოსნო და შემდეგ უკვე გადავიდეს ეს სამომხმარებლო დონეზე.

გარდა ამისა, აგრეთვე იქნება მოწყობილი ტექნიკური მომსახურების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს თვითმფრინავების მუდმივ გამართულობას, სერტიფიცირებას და ამ მხრივ უკვე გაფორმებულია მსხვილ ავიაკომპანიებთან და თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიებთან შესაბამისი სერვისის ხელშეკრულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის ცალკე აღებული უძრავი ქონების ან ვილების განვითარება ან თვითმფრინავების, ეს არის მთლიანი ეკოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ცხოვრების სტილის დანერგვას.

აგრეთვე, ამას ემატება უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურა, ვინაიდან კაჭრეთში დღეს არის უმაღლესი დონის სასტუმროები, აპარტამენტები, ასევე საცურაო აუზები, გოლფის მოედანი, აკადემია. შესაბამისად, ნებისმიერი დონის მომხმარებელს ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ და გავუწიოთ შესაბამისი სერვისები.

აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარიამს, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უდიდესი მხარდაჭერისთვის. ვინაიდან ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა ამ ადგილის სერტიფიცირება, დოკუმენტების გამართვა და ჩვენ ვუზრუნველყავით ის, რომ საქართველო დატანილი ყოფილიყო მსოფლიოს კერძო აეროდრომების რუკაზე და შედეგმაც არ დააყოვნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობითა და მხარდაჭერით გაიმართა პირველი საერთაშორისო საავიაციო ფრენა და მოცემულ შემთხვევაში ლუქსემბურგიდან შეიკრიბა 26 საფრენი ხომალდი და დაახლოებით 50-მდე პილოტს ვუმასპინძლეთ ჩვენ „კაჭრეთის ამბასადორში“ და აღსანიშნავია, რომელი ქვეყნები იყო: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, ჩვენი მეზობელი თურქეთი და არ მინდა გამომრჩეს არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი ევროკავშირის მსხვილი ქვეყნებიდან, რომლებიც გვეწვივნენ და აღნიშნეს ამ დღის განვითარება ჩვენთან ერთად.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ამ მხრივ პიონერი კომპანია, რომელმაც მსგავსი პროექტი განახორციელა საქართველოში და განაცხადა, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა არის სახელმწიფოს მხარდაჭერით შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ბიზნესმა მხარი აუბას ამ ინიციატივას და საქართველოს რეგიონებში მოხდეს მსგავსი ინფრასტრუქტურების განვითარება, ვინაიდან პირველივე კითხვა, როცა ჩვენ მივიღეთ ეს საერთაშორისო ექსპედიცია კაჭრეთში, მათი სურვილი იყო, რომ ძალიან ლამაზია, სადაც დავეშვით, საქართველო როგორი მომხიბვლელი არის ჰაერიდან, ჩვენ გვინდა სხვა კუთხეებში აგრეთვე მოგზაურობა საკუთარი თვითმფრინავებით და ჩვენ თუ საქართველოს რუკას დავხედავთ, თვითმფრინავით შეიძლება ნებისმიერ კუთხეში მისვლა ერთი საათი და 20 წუთის განმავლობაში მაქსიმუმ. აქედან გამომდინარე, მაშინ, როცა მანქანით შეიძლება 6-6.5 საათიც დასჭირდეს ხანდახან. შესაბამისად, სტუმარმასპინძლობის კულტურის განვითარება ბევრად უფრო საქართველოს აიყვანს სხვა სიმაღლეებზე.

ჩვენ უფრო მაღალი სეგმენტის მოგზაურებზე და ვიზიტორებზე გვექნება გათვლა და მიმღებლობა და აგრეთვე, როგორც სახელმწიფო, ასევე „ამბასადორი“ ჯგუფი, რომელმაც წამოაყენა ეს ინიციატივა, სხვა ბიზნესების მიერ მსგავს ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში ჩვენ უკვე შეგვეძლება ამ წარმატების გაზიარება ერთმანეთში და ერთობლივად მასპინძლობა ამ საერთაშორისო ვიზიტორების, რაც იქნება ძალიან კარგი“, - აცხადებს გოჩა კამკია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა