„ვისოლ ჯგუფი“ ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე მუშაობს
„ვისოლ ჯგუფი“ კაპიტალის ბაზარზე შესვლას გეგმავს. როგორც „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
„საუბარია ჩვენს ჯგუფში შემავალ კომპანიებზე, რა საკვირველია ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს BDO Georgia-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელსაც BDO 18 თვის განმავლობაში Galt & Taggart - გალტ & თაგარტითან, EBRD - Advice for Small Businesses - კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის ერთად და European Union in Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა, წარმატებით დასრულდა.
Capital Market Support პროგრამის შედეგად ბაზარზე 11 ახალი მოთამაშე გამოჩნდა. მათ შორის 3 მწვანე, 1 სოციალური ბონდი, 1 კი - მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაცია განთავსდა.
პროგრამის დასრულების შემდეგ 7 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა:
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.