მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა

news image
mbc image

„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში  თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა. მარჯანიშვილის მოედანზე და კახეთის გზატკეცილზე ახალგახსნილი „დანკინისა“ და „საბვეის“ რესტორნების შემდეგ „ვისოლ ჯგუფი“ თავისუფლების მოედანზე გამორჩეული ერგონომიკის, ფლაგმან ობიექტს გახსნის, სადაც „დანკინთან“ და „საბვეისთან“ ერთად „ვენდისიც“ იქნება წარმოდგენილი.  

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ამერიკულიკულტურის გავრცელებასა და დამკვიდრებისთვის 2013 წლიდან ზრუნავს და დღეს „საბვეის“, „ვენდისის“ და „დანკინის“ ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 

130-მდე რესტორნით, ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშე და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.

„დღეს თბილისში ერთდროულად 4 ამერიკული რესტორანი, 2 “დანკინი” და 2 “საბვეი” გავხსენით, რაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. ადგილობრივ სარესტორნო ინდუსტრიაში, „ვისოლ ჯგუფს“ მკვეთრად გამოხატული ლიდერის პოზიცია უჭირავს და მომავალი წლების განმავლობაში ეს პოზიცია კიდევ უფრო გამყარდება. „დანკინის“ ყავა მართლაც გამორჩეულია. რამდენიმე დღის წინ ფისტას ლატე დაემატა ყავის არჩევანს და ვფიქრობ, ყავის გემოვნური თვისებებისა და მუდმივად განახლებადი შეთავაზებების დამსახურებაა, რომ „დანკინი“ განსაკუთრებულად შეიყვარა მომხმარებელმა. „საბვეის“ მსოფლიოში ცნობილი ფრეშ სენდვიჩები, ვრეპები და სალათები კი ჯანსაღი და ახალმომზადებული კერძების მაძიებლებს არჩევანს უადვილებს. ჩვენი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო და მუდმივად იქნება მომხმარებლისთვის ყოველდღიურად ახალი, საქართველოში დამზადებული კერძებისა და პროდუქტების შეთავაზება. აქვე, მოკრძალებულად დავამატებ, რომ საქართველოს „დანკინსა“ და „საბვეის“ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რესტორნების ერგონომიკა და შესაბამისად მომხმარებლის მიერ მიღებული გამოცდილება სრულიად უნიკალურია და მისი ანალოგი სხვა ქვეყნებში თითქმის არ მოიპოვება“, აცხადებს “ვენდისის”, “დანქინისა” და “საბვეის” აღმასრულებელი დირექტორი გივი გვეტაძე. 

“დანკინის“ რესტორნების მთლიან ქსელს ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმო ამარაგებს, "დანკინის" ავტომატიზებული საწარმო უმაღლესი ხარისხის ფრანგული და გერმანული დანადგარებით არის აღჭურვილი და იგი ყოველდღიურად ახალ,  60-მდე სახეობის პროდუქტს აწვდისამერიკული რესტორნების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით. „საბვეის“ სენდვიჩები, ვრეები და სალათები მომხმარებლის შეკვეთისას, მისივე პრეფერენციების მიხედვით, უმაღლესი ხარისხის, ინგრედიენტებით მზადდება და ჯანსაღი საკვების მაძიებლებს სწრაფ, გემრიელ და ფართო არჩევანს სთავაზობს. 

„ვისოლ ჯგუფმა“ ლეგენდარული ამერიკული ბრენდის „დანკინის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2014 წლიდან დაიწყო. 2020 წელს „დანკინი“ 11.3 მილიარდ აშშ დოლარად Inspire Brands Inc -მა შეისყიდა. Inspire Brands Inc-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 33,000-ზე მეტრესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს, and SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი.

„Subway International BV-სთან“ მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების  საფუძველზე 

მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში“საბვეის” 80 რესტორანს გახსნის. 

ახალი რესტორნების ოფიციალურ გახსნას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაესწრო. “საბვეის“ განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზემეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37000-ზე მეტი რესტორნით დასწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ლიდერია.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა