მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

“ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Subway-ს მე-16 რესტორანი გახსნა

news image
mbc image

“ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა. „საბვეის“ 11 რესტორანი თბილისში, ხოლო 5 რეგიონშია განთავსებული. საქართველოში თუ ქვეყნის გარეთ მოგზაურობის ყველაზე ცხელ სეზონზე  „საბვეი“ მომხმარებლებს ახლა უკვე არა მხოლოდ ავტომაგისტრალის გორის, თერჯოლასა თუ არგვეთას მონაკვეთზე არსებულ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში, არამედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაშიც უმასპინძლებს.  ახალი რესტორნის გახსნის საზეიმო ცერემონიალს „საბვეის“ MEASA, CIS და თურქეთის რეგიონალური დირექტორი ეფე ჩელიკი, „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაესწრნენ.

„Subway International BV-სთან“- სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან გაფორმებული მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების  ფარგლებში ერთ წელზე ნაკლებ დროში 16 რესტორანი გავხსენით, რაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ამერიკული კულტურის გავრცელებასა და დამკვიდრებისთვის 2013 წლიდან ზრუნავს და დღეს „საბვეის“, „ვენდისის“ და „დანკინის“ ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 120 რესტორნით, ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. წლის ბოლომდე „საბვეის“ რესტორნების რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით „ვისოლ ჯგუფმა“ 2000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა და ქვეყნის ეკონომიკაზე პოზიტიური ზეგავლენისთვის ყოველდღიურად ზრუნავს“ - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„Subway International BV-სთან“ მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში “საბვეის” 80 რესტორანს გახსნის.

“ვისოლ ჯგუფთან“ ერთად „საბვეი“ საქართველოში რეკორდული სისწრაფით ვითარდება და ლეგენდარული ამერიკული ბრენდის მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩები და სხვა პროდუქტები ძალიან მალე საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი. “საბვეისთან” ერთად საერთო ღირებულებები გვაქვს ხარისხის, ჯანსაღი და ახალმომზადებული პროდუქტის შეთავაზების კუთხით. საქართველოში ამერიკული ბრენდების რესტორნების მართვის მრავალწლიანმა გამოცდილებამ კი შესაძლებლობა მოგვცა სრულად გაგვეთვალისწინებინა ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნები თუ სურვილები და მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი გაგვეხადა.“ - აცხადებს “ვენდის”, “დანქინისა” და “საბვეის” აღმასრულებელი დირექტორი გივი გვეტაძე.

“საბვეის“ განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37000-ზე მეტი რესტორნით და სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა მსოფლიოში.  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა