მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

“ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის

news image


“ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია როგორც საცალო, ისე კორპორაციული მომხმარებლების ბრენდთან ურთიერთობის გამოცდილების გაუმჯობესებისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიებს ავითარებს. განახლებული აპლიკაცია, ახალი ვებ გვერდი და AI ტექნოლოგიები, რომელიც ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციისთვის ინერგება, „ვისოლს“ შესაძლებლობას მისცემს იყოს ლიდერი არა მხოლოდ საწვავის ბაზარზე, არამედ ციფრულ სერვისებში.

“„ვისოლმა“ საქართველოს ნავთობბაზარზე 25 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდგომ ბრენდის განახლებასთან ერთად მომხმარებლებისთვის ციფრული ეკოსისტემის შექმნა სტრატეგიულ ხედვად აქცია. კომპანიის მობილური აპლიკაცია და ვებ გვერდი დღეს, არა მხოლოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და მომხმარებლის ერთგულებაზეა ორიენტირებული, არამედ მათ ყოველდღიურ საჭიროებებს ეხმიანება. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი „ვისოლში“ გამოწვევების ფორმულირებით და შესაძლებლობების ანალიზით დაიწყო. შესაბამისად, კომპანია განაგრძობს ინოვაციებზე ორიენტირებულ განვითარებას და მომხმარებელთან ციფრული ურთიერთობის გამყარებას“ განაცხადა ჯაბა ბოკუჩავამ, „ვისოლისა“ და სმარტის“ მარკეტინგის დირექტორმა.

„ვისოლის“ განახლებული მობილური აპლიკაცია, რომელიც 2025 წლის იანვარში ამოქმედდა, კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციისაკენ სწრაფვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პლათფორმაა. თავდაპირველად ლოიალობის პროგრამაზე ორიენტირებული აპლიკაცია ახლა გაცილებით მრავალმხრივ ფუნქციონალს
სთავაზობს მომხმარებელს.

განახლებებმა მოიცვა რედიზაინი, რაც მომხმარებლის გამოცდილებას უფრო ინტუიციურს ხდის. დაემატა რუკის გაუმჯობესებული ფუნქციონალი უახლოესი ბენზინგასამართი სადგურების მოსაძებნად, პერსონალიზებული კატეგორიები, ინტეგრირებული გადახდები და ავტომობილის სერვისების მართვის მოდული.

„ვისოლის“ მობილური აპლიკაცია 2023 წლიდან არსებობს. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელი მომენტალურად იღებს 15 თეთრ ფასდაკლებას თითოეულ ლიტრ საწვავზე. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით კი მათ 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შეუძლიათ. მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია როგორც „ვისოლის”, ისე “სმარტისა” და “ვინტოს” ობიექტებში. მომხმარებელს ერთგულებისთვის სხვა საჩუქრებიც ელის.

„ვისოლის“ ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს კომპანიის ახალი ვებგვერდიც, რომელიც 2024 წლის დეკემბერში ამოქმედდა. განახლებული პლატფორმა მიზნად ისახავს
კომპანიის ბიზნეს საქმიანობის, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის გამარტივებულ მიწოდებას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.

ვებგვერდი სტრუქტურირებულია სამი ძირითადი მიმართულებით:

ბიზნესი – პლატფორმა ბიზნეს კლიენტებისთვის მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას საწვავის ბარათების, საწვავის მიწოდების და სხვა კორპორატიული მომსახურებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლიდების გენერაციას, რათა კომპანიამ ეფექტურად მიიზიდოს ახალი კორპორატიული კლიენტები.

საცალო მომხმარებლები – განახლებული ინტერფეისი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად მოძებნონ უახლოესი ბენზინგასამართი სადგურები, გაეცნონ აქციებს და სპეციალურ შეთავაზებებს. ვებგვერდი აერთიანებს მომხმარებელზე მორგებულ ფუნქციონალებს, რაც მათ აძლევს კომფორტულ და სწრაფ წვდომას საჭირო ინფორმაციაზე.

კომპანიის შესახებ – განყოფილებაში მოცემულია ვისოლის ისტორია, მისი ღირებულებები და მისია, რაც ეხმარება ვიზიტორებს უკეთ გაიცნონ კომპანიისკორპორატიული კულტურა.

ვებგვერდის დიზაინი შესრულებულია თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, ადაპტირებულია ყველა მოწყობილობაზე და უზრუნველყოფს სწრაფი დაკომფორტული ნავიგაციის შესაძლებლობას. მისი მოქნილი სტრუქტურა აძლიერებს ბრენდის სანდოობას და პოზიციონირებას ბაზარზე.

“ვისოლში“ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციისთვის ამჟამად ინერგება AI ტექნოლოგიები, რომელიც საბოლოოდ კომპანიის საერთო ეფექტურობის გაზრდას, ხარჯების შემცირებას და სხვა ორგანიზაციული სარგებელის მიღებას ისახავს მიზნად.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

14.05.2026.18:12

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებასა და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გრძელდება.

ამჯერად, გამოფენა-გაყიდვის მესამე ღონისძიება 15-17 მაისს გაიმართება.

პროექტის მიზანია მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიისთვის ადგილობრივი პროდუქციის გაცნობა. ინიციატივის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - საკუთარ სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, სადაც ისინი მომხმარებლებს მრავალფეროვან ხელნაკეთ თუ ადგილობრივ პროდუქციას წარუდგენენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 15-17 მაისს მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებით სარგებლობაც შეეძლებათ - 14 მონაწილე მეწარმესთან საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას მომხმარებელი მიიღებს 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მეწარმეების პროდუქციაზე:

• ციციკო
• ჯეინის თოჯინები
• N S Craft - ნანას ხელობა
• Yummy
• მარიბასი
• MiAmore
• Petra • პეტრა
• La Arté
• ქალაქობანა
• MakaDanu
• Lucy's Toys
• ენჯი / N.G. Art Accessories
• teddy.withfriends
• ტანგრამი

საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მეწარმე ქალების განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა